ფილიპინებზე ტაიფუნის გამო 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებზე ტაიფუნის გამო 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ტაიფუნ „ტისოის“ გამო ფილიპინებზე ევაკუირებული მოსახლეობის რაოდენობამ 200 ათასი შეადგინა. Aljazeera-ს ცნობით, მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონებიდან გამოიყვანეს, რადგან მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე გაჩნდა.

2019 წელს „ტისოი“ ფილიპინებზე მე-20 ტაიფუნია. ის კუნძულ ლუსონს დღეს დაატყდა. ახლა ტაიფუნი კუნძულ მინდოროსკენ მიემართება. უამინდობის გამო ადგილობრივი აეროპორტი დაიხურა.

2 დეკემბერს მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ფილიპინებზე ავიამიმოსვლა შეჩერდა.