აშშ ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას აპირებს

აშშ ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას აპირებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 2.4 მილიარდის ღირებულების ფრანგულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტარიფების პროექტი საფრანგეთის მიერ ციფრული კომპანიების მომსახურებაზე გადასახდების დაწესებაზე პასუხია, რომელიც ისეთ ამერიკულ კომპანიებზე ვრცელდება, როგორებიცაა Amazon-ი, Apple-ი, Facebook-ი და Google-ი.

აშშ-ში აცხადებენ, რომ 100%-მდე ტარიფი შესაძლოა 63 ფრანგულ პროდუქტზე დაწესდეს, მათ შორის ყველზე, შამპანურზე, ჩანთებსა და კოსმეტიკაზე. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტარიფების დაწესების შემდეგ სხვა ქვეყნებს ამერიკული კომპანიებისთვის დამატებითი გადასახდების დაკისრების სურვილი არ გაუჩნდებათ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა აშშ-ს გეგმებს მიუღებელი უწოდა. „ახალი სანქციების შემთხვევაში, ევროპული კავშირი აშშ-ს საკადრის პასუხს გასცემს“, - თქვა მან.

ციფრული კომპანიები საფრანგეთში დამატებით გადასახადებს 2019 წლის პირველი იანვრიდან იხდიან.