აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში იმპიჩმენტის საკითხზე პირველ სხდომას არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯეროლდ ნადლერმა მიიწვია. ტრამპის სახელზე გაგზავნილ მიმართვას თეთრი სახლის ადვოკატმა, პეტ ჩიპოლონემ უპასუხა.
„ვერ მივიღებთ მონაწილეობას განხილვებში, ვინაიდან უცნობია მოწმეების ვინაობა და ის, უზრუნველყოფს თუ არა კომიტეტი პრეზიდენტისთვის სამართლიან პროცესს“, - ნათქვამია ჩიპოლონეს წერილში.
ასევე უცნობია, დაესწრება თუ არა ტრამპი კომიტეტის შემდეგ სხდომებს, ვინაიდან მანამდე მან არ გამორიცხა, რომ კონგრესს ჩვენებას მისცემდა. თუ პრეზიდენტი მოსმენებს დაეწრება, მას უფლება ექნება, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მოწმეებს კითხვები დაუსვას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.
დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა.