ვაშინგტონმა ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ Twitter-ზე სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერს. „კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით იმას, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდეს!“, - წერს პომპეო.
მიმდინარე წლის თებერვალში ჩრდილოეთ მაკედონიამ ხელი მოაწერა გაწევრიანების ოქმს, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გახდება ალიანსის 30-ე წევრი, როდესაც ალიანსის 29-ვე წევრი ქვეყანა ამ დოკუმენტის რატიფიკაციას მოახდენს. ამ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას მხარი უკვე 23-მა ქვეყანამ დაუჭირა.