რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საერთო მთავრობისა და პარლამენტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ბელარუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმერ სემაშკომ განაცხადა.
წინასწარ შეთანხმებას მხარეებმა 1999 წელს ლუკაშენკოსა და ბორის ელცინის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიაღწიეს.
კერძოდ, საერთო სახელმწიფოს მთავრობისა ფარგლებში უზენაესი სახელმწიფო საბჭო, პარლამენტი, მინისტრთა საბჭო, სასამართლო და აუდიტის პალატა შეიქმნება.
„პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გრანდიოზული მიზნები არ უნდა შეიცვალოს. შეიქმნება საერთო საგადასახადო კანონმდებლობა, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის საერთო ბაზრები, საერთო პარლამენტი და მთავრობა გარკვეული უფლებამოსილებებით. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა სემაშკომ.