აზერბაიჯანის პარლამენტმა თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა უნდა მიიღოს. მანამდე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ალი აჰმედოვმა განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნა რეფორმებისა და საკადრო ცვლილებების განხორციელებისთვის არის აუცილებელი.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.