დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მოხერხება უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს თავი დასაცავი. როგორც დეპუტატი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, პოლიტიკურმა გუნდმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ყველა პროკურორი, მოსამართლე და პოლიციელი გადმოიბარა, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, ჩართული იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები გარეთ ყოფილიყვნენ.
for.ge ლევან გოგიჩაიშვილს ესაუბრა.
„უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო გამოიყვანო სპეცრაზმი და გეშინოდეს აკო მინაშვილის“, – ამ სიტყვებით მიმართეთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. როგორ ფიქრობთ, რა ჰქვია იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ცდილობს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების შიში შექმნას საზოგადოებაში...
ლევან გოგიჩაიშვილი: ხელისუფლება ყველაფერეს აკეთებს და ცდილობს დარჩეს ორპოლუსიანობა, ეს არის მისი პოლიტიკური სტრატეგია. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და ცდილობს მაქსიმალური შედეგი მიიღოს ამ ორპოლუსიანობით. ფიქრობს, რომ ამით უფრო მეტ შედეგს დადებს, ვიდრე სხვა მიმართულებით. იცის, რომ პრობლემები აქვს ყველა მიმართულებით, ერთადერთი შანსი, რომ საარჩევნოდ შედეგი დადოს, ეს არის მუდმივად ხელოვნურად შეინარჩუნოს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით აპელირებდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს.
პრინციპში, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს, რადგან აძლევს საშუალებას, რომ დარჩნენ იმ სივრცეში, სადაც იქნებიან მეორე და დაელოდონ თავის შანს, როდის დასუსტდება სახელმწიფო, რომ პროვოკაციებით და სხვადასხვა მეთოდით შეძლონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლების აღება წარმოუდგენელია, ამიტომ ყოველთვის ეცდებიან, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სისუსტით ისარგებლონ. დღეს ასეთი რეალობაა პოლიტიკურ სივრცეში.
„ქართულ ოცნებას“ შეეძლო დაემთავრებინა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ყველა დამნაშავეს მისცემდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა იმდენად იყო გახრწნილი, როგორც კორუფციაში, ასევე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, რომ ყველა მათგანზე იყო სერიოზული საქმეები და ყველა მათგანზე შეიძლებოდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მაგრამ, ჩვენ გვახსოვს ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადება – „ჩვენ ყველაზე გვქონდა მასალები, მაგრამ არ გამოვიყენეთ იმიტომ, რომ შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში ოპოზიცია“. ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ სულ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ოღონდ ეს ორპოლუსიანობა არის პრობლემა. იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ამოწურა თავისი თავი, დაიცალა ყველანაირი ზნეობრივი და მორალური კომპონენტისაგან. „ქართული ოცნება“ დღეს, უბრალოდ, ხელისუფლებას ინარჩუნებს, „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა სააკაშვილის აწყობილი სისტემა ლიდერების გარეშე.
ლაშა ნაცვლიშვილის განცხადება გაიხსენეთ, ამ პათოსს რომ გავყვეთ, თეა წულუკიანი უკვე დღეს აცხადებს, რომ დროა დასრულდეს კოაბიტაცია. ფიქრობთ, რომ კოაბიტაციის შედეგია ის, რაც დღეს ხდება?
– კოაბიტაცია, რომ დასრულდეს, ასეთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს თავისი რიგებიდან გარიცხოს მინიმუმ 15–20 ადამიანი. დღეს „ქართული ოცნება“ უმრავლესობას პორტირებულების ხარჯზე ინარჩუნებს. დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზნეობრივი და მორალური კომპონეტისგან არის გამოცლილი. რა თქმა უნდა, განსხვავება არის მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მაგრამ მისწრაფება, ისევ იმ შინაარსით სახელმწიფოს მართვისა, ზუსტად გავს „ნაციოალების“ სტილს.
აქაც არის მისწრაფება ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, სასამართლოს კონტროლი და პრინციპში, სასამართლო არის „ქართული ოცნების“ სახე. რაც სასამართლოში ხდება, იგივე ხდება მთელს სისტემაში. სასამართლო თავიდან ბოლომდე გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“, ყველა ის ადამიანი შეინარჩუნა, რომლებსაც ადამიანების უბედურებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ დაარქვა ახალი სასამართლო და ცდილობს იმ ჯალათებით შეინარჩუნოს კონტროლი სასამართლო სისტემაზე.
რატომ არის „ქართული ოცნება“ ასე დაინტერესებული, რომ იგივე ადამიანების შენარჩუნებით აკონტროლოს სასამრთლო სისტემა? ცხადია, რომ მხოლოდ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ იყვნენ დაშაულებრივი სისტემის შემოქმედნი...
– არა, რა თქმა უნდა. ყველა მოსამართლე იყო დამნაშავე, ვინც ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის დავალებას ასრულებდა. ზუსტად იმგვარი ხარისხით არის დამნაშავეები ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, ალანია, გაბინაშვილი... ეს ჯალათები, რომლებიც იმ 20 კაციან სიაში არიან, ძირითადი ბირთვია. რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“, ეს კითხვა დაუსვით ბიძინა ივანიშვილს.
როგორც ჩანს, ამ ადამიანს უნდა ძალაუფლება და სხვა არაფერი არ აინტერესებს, შინაარსი არ აინტერესებს. როდესაც ვნახე, რომ სისტემის გადმობარება ხდებოდა, ამიტომ დავტოვე „ქართული ოცნება“, ხელს ვერ შევუწყობდი ამ პროცესს. „ქართული ოცნება“ არ არის 1 ოქტომბრის მემკვიდრე, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ის არის სააკაშვილის ხელისუფლების მემკვიდრე, განსხვავება არის მხოლოდ ბრუტალურ ხასიათში, დანარჩენი ყველა მიმართულებაში არის იდენტური.
თქვენ ახსენეთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ორპოლუსიანობის შესანარჩუნებლად, რაც არ არის ამომრჩევლის მოთხოვნა. თუ თქვენი განცხადებიდან გამოვალთ, გამოდის, რომ ქუჩის პროცსები არის მართული პროცესი?
– ბუნებრივია და ამაშინ დარწმუნებული ვარ. იცოდნენ, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უღირს ეს ამბავი. მათ იცოდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო, რომ ვიღაცეები ამას გამოიყენებდნენ პოლიტიკური ქულების დასაწერად და ამას დაარქმევდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლებისთვის იბრძვის, რაც ძალიან სასაცილოა. „ქართული ოცნების“ ინტერესშია ყველა მიდევნოს იქეთკენ და მერე თავისი სახელი დაარქვას. ამიტომ, ორპოლუსიანობა არის ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანი არის ამ პოლუსთან რთული, მაგრამ საჭირო ფრონტის ხაზის გახსნა.
ზუსტად ამ ფრონტის ხაზზე ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესი შემოვატრიალოთ იმგვარად, რომ ქვეყანამ აქიდან ძალიან დიდი ზიანი არ მიიღოს. ჩვენი ქვყნისთვის ბრძოლა იმ ხაზზე გადის, რასაც ჰქვია, ბრძოლა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ იმ ელექტორატის მობილიზება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს საშუალებას ჩამოშალონ ქვეყანა.
მესამე პოლიტიკური ძალა არ ჩანს და თავისთავად ეს ქმნის ორპოლუსიანობას. ამომრჩეველი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არის ამომრჩევლის დიდი კატეგორია, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. მესამის მოლოდი არის ამომრჩეველში და თქვენ, პოლიტიკოსები რატომ არ უწყობთ ხელს მესამე პოლუსის შექმნას? თუ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველი არ ვარ, ალტერნატივად რას მთავაზობთ?
– გეთანხმებით, რომ თქვენისთანა ამომრჩეველი არ დგას არანაირი რეალობის წინაშე, იმიტომ, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა იჩქარა და არასწორი ნაბიჯი გადადგა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. თუ ადამიანები შეძლებენ გაერთიანებას, სერიოზული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და არჩევნებზე გასვლას, მაშინ ამ იდეას, რასაც ჰქვია მესამე პოლიტიკური ძალა, აქვს პრესპექტივა. თუ ვერ შეძლებენ ერთმანეთთან დალაპარაკებას და ერთ მაგიდასთან არ დასხდებიან, მაშინ ისევ შენარჩუნდება ორპოლუსიანობა და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ვისაც ჰქონდა ამის შანსი და ვერ შეძლო.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, კახა კალაძემ უკვე თქვა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. ოპოზიცია სთავაზობს ე.წ. გერმანულ მოდელს, რაზეც ხელისუფლების პასუხია ის, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს მოდელი არ გაამრთლებს. შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?
– რაც შეეხება ხელისულების სურვილს შეინარჩუნოს შერეული სისტემა, მათ დათვალეს, ნახეს, რომ პროპორციულის შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებდნენ 30 ან 35%–ზე მეტის აღებას. ამიტომ, მათ მოუწევდათ კოალიციის შექმნა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და შესაბამისად, მათ მოუწევდათ ძალაუფლების დათმობა, რაც არ შედის იმ ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ცდილობენ მიიტაცონ ძალაუფლება და ერთპიროვნულად მართონ ქვეყანა.
აქ არის ზუსტად ძაღლის თავი დამარხული, პარტიის თავმჯდომარეს არ უნდა ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. როცა 35% გაქვს, მოგიწევს მოძებნო დანარჩენი 16–17%–ის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციები და შესაბამისად გაყო ხელისუფლება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დგამს ამ ნაბიჯებს, რომ არ დათმოს არავისთან არაფერი.
იმიტომ უნდა სასამართლო, რომ თვითონ მართოს. მას რომ ეთქვა, დემოკრატიული ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი, უარი ეთქვა ყველა სერიოზული ფინანსური ნაკადის კონტროლზე და დაეტოვებინა ამ ქვეყანაში თავისუფალი სივრცე, სადაც ადამიანები თვითონ შეძლებდნენ განვითარებას, მაშინ ჩვენ ასეთი პრობლემები არ გვექნებოდა.
ძალიან ბევრს საუბრობენ „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. ჩანს, რომ „ოცნების“ გუნდში ძლიერდება კახა კალაძის ფრთა, რომელიც ახმოვანებს გუნდის გადაწყვეტილებას...
– არ მაინტერესებს რა ხდება „ოცნების“ შიგნით. მე ვიცი, რომ „ოცნება“, როგორც ორგანიზაცია, ხრწნის პროცესშია და ეს აისახება კორუფციულ ფაქტებზე, ანგარებებზე და სხვადასხვა მიმართულებებზე. ქალაქის მერი სწორედ იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც არ სარგებლოს მაღალი რეპუტაციით და ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნებია ძალიან სერიოზულ ფაქტებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რასაც ძველი ხელისუფლება კადრულობდა.
შეინარჩუნა ადიშვილის პროკურატურა, გადმოიფორმა კორუფციული ფაქტები, რომელიც დალაგებული ჰქონდა კეზერაშვილს. დღეს „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რისი კადრება შეუძლია და დაეცემა იქამდე, სანამდე ადამიანს შეუძლია დაეცეს. „ქართული ოცნების“ მორალურ დეგრადირებას ფსკერი არ გააჩნია.
რაც შეეხება კალაძეს, ჩვენ კონკრეტული ფაქტები გაგვაჩნია კალაძის კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს იქნება ნებართვები მიწის მონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით, თავისი მეგობრების კომპანიების ლობირება, ბიუჯეტის ფულის ხარჯვა და ა.შ. ეს ფაქტებია, ამაზე დეტალურად ისაუბრებს საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელიც დოკუმენტალურად წარადგენს იმ კორუფციულ ფაქტებს, რომელშიც კახა კალაძე არის ჩართული.
კახა კალაძეზე იმდენი საქმე აქვს უკვე პროკურატურას და სუს–ის ანტიკურუფციულ სააგენტოს აღძრული, რომ ის ვერასდროს ითამაშებს თავის დამოუკიდებელ თამაშს, იმიტომ, რომ მისი ყოველი დღე კორუფციულია. დოკუმენტებითაც, დადგენილებებში ჩანს ის ფინანსური სქემები, რომლებსაც ქალაქის მერია აკეთებს. დანარჩენი, ამ ქვეყანას ჰყავს გენერალური პროკურატურა, ანტიკორუფციული სააგენტო, ამიტომ კეთილი ინებონ და მიხედონ ამ საქმეს.
რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას და გიორგი კვირიკაშვილს, არსებული ინფორმაციით, ამის უკან დგას გიორგი კვირიკაშვილი, ასეა?
– არ ვიცი, რეალობიდან ამოვიდეთ. ჯერჯერობით ასეთი რეალობა არ არის. ვნახოთ.
აბა ეგ ეხლა ნაცების წისწვილზე რომ წყალს ასხამს ეგ შეიძლებააა??
კი გასაგებია,... ნაცებთან დიდი ნაომარი კაცია, ამათ კიდევ ძალიან გააბრაზეს, მაგრამ------ ნაცების წისქვილზე რომ ასხამს წყალს, ამას რააა ვერა ხედააავს...აი რომ ხედავს და იცის რასაც აკეთებს და მაინც აკეთებს--- სწორედ იმიტომ არის მისი საქციელი გაუმართლებელი
უნდა .... არ უნდა, ..... ფაქტიურად ეგ რომ მაინც ნაცების მხარეს დგას, რააა ..... მაგას ვერ ხვდებააა?