„მე და მიშა საკუთარ თავს და ეგოს გადავახტით და ეს უნდა დაგვიფასდეს“, - დაუფასდება თუ არა გუბაზ სანიკიძეს სააკაშვილთან შეხვედრა და სააკაშვილის შესახებ წარსულში გაკეთებულ მკვეთრ შეფასებებთან განშორება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია, რა ხიბლი აქვს სააკაშვილს ისეთი, რომ მასზე ოდესღაც გადამტერებულ ადამიანებსაც თავისთან იზიდავს? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიშას გარეშე შეუძლებელია საქართველოს მომავლის წარმოდგენა?!
ამ შეხვედრის შთაბეჭდილებებით დახუნძლული მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანთან ყოფნის ამსახველ ვიდეომასალას თავის ფეისბუკზე ავრცელებს და ვიდეომასალას მარტივ განმარტებას ურთავს, „ყველას ერთი რამ - საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს“. შეხვედრას მუხტს მატებდა ისიც, რომ სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს სიმბოლურად 23 ნოემბერს შეხვდა.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი დამატებით განმარტებებს აკეთებენ სააკაშვილთან მიმართებით. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შეხვედრა განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის რეალობამ და, სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება ქვეყანას სჭირდება, მიუხედავად მისი წარსულისა.
გუბაზ სანიკიძე არ მალავს, რომ სააკაშვილი არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და, რომ სააკაშვილის თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება. ვალერი გელბახიანიც მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გარდა ივანიშვილისა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომლის მოქმედებას შეუძლია შეცვალოს ვითარება. თუმცა გელბახიანი არ უარყოფს წარსულს და ამბობს, რომ ის წარსული ვერ გადაკეთდება, რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავებოდა, რის გამოც დაპირისპირებაში შევიდა და რაც არის ისტორიის ნაწილი.
როგორც ჩანს, ამ შეხვედრისას იყო „ნაციონალების“ წარსულ შეცდომებზე საუბარი, რაც სააკაშვილმა მარტივად აუხსნა გუბაზს და ვალერის, რომ მან კონტროლი დაკარგა თავის ჯგუფზე.
„მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება შეიცვალა მათზე“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა.
ვოლსკის შეფასებით, საზოგადოება გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანისგან ღირსეულ ნაბიჯს ელოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გელბახიანი იყო პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
სად არის პრინციპები და რატომ გახდა შეუძლებელი ქართული პოლიტიკის გაგრძელება სააკაშვილის გარეშე?!
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ძალიან იაფფასიანი დემაგოგიაა, რასაც გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანისგან ვისმენთ. ეს არის დეგრადირებული ქმედება. ასე, იუდას გამართლებაც შეიძლება, რომელმაც მაცხოვარი გაყიდა, რადგან იუდასაც გარკვეული მიზანი ჰქონდა, იუდამ ივარაუდა, რომ იმ ფულით სიკეთეს მოუტანდა საკუთარ თავს...
„მილიონი რაღაცის გამართლება შეიძლება ასე და ყველანაირი ბოროტება შეიძლება რაღაცნაირად თურმე გავამართლოთ. სინამდვილეში, თავის დროზე გუბაზი რომ დაუპირისპირდა სააკაშვილს, სიმართლე მაშინ გუბაზის მხარეს იყო, ახლა კი სიმართლეს თუ არ გაყიდი, ისე სააკაშვილთან ვერ შერიგდები. ამით გუბაზი საკუთარ ეგოს კი არა, სიმართლეს გადაახტა, სიმართლეს აჩვენა ზურგი. წლების წინ გუბაზი იყო ობიექტურად მართალი, თუნდაც იმავე აგვისტოს ომისა და ბევრი რამის გამო რომ უპირისპირდებოდა სააკაშვილს. ყველას გვახსოვს, რა სიტყვებს ეძახდა მას და როგორ ეძახდა, მაგრამ მაშინ უფრო გულწრფელი იყო, ახლა კი მან ეს სიმართლე გაყიდა. მათ ამოძრავებთ ძალაუფლების ვნება და მათ შორისაა ფინანსები. ეს არის მთავარი აზარტი. სააკაშვილი რომ დაუპირისპირდა „ოცნებას“, მათ იფიქრეს, გვიღირსა ეს ყველაფერი, ოღონდ „ოცნება“ დავამარცხოთო. როგორადაც პირად ეგო-სა და პირად ურთიერთობებზე არ უნდა დაიყვანოს სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი, აქ მთავარი ის კი არ არის, გუბაზ სანიკიძესა და სააკაშვილს ერთმანეთთან რა დამოკიდებულება აქვთ, არამედ მთავარია, სიმართლესა და სიცრუეს რა დამოკიდებულება აქვთ“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი და დასძენს, რომ იგივე ითქმის ვალერი გელბახიანის შემთხვევაშიც.
ანალიტიკოსის თქმით, გელბახიანის შემთხვევა კიდევ უფრო უარესია, რადგან გელბახიანის თემას უკავშირდება პატარკაციშვილის ამბავი. გარდა ამისა, იქ კიდევ იყო დედამისის ამბავი. ეს ისეთი რამეა, რაზეც კაცმა არასდროს არ უნდა გადააბიჯოს, თუ ღირსების გრძნობა შერჩენია. დავით ზარდიაშვილის თქმით, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს და ძნელი შესაფასებელი არ არის ასეთი ვოიაჟები.
რაც შეეხება სააკაშვილის ხიბლს და იმას, თუ რატომ აკითხავენ მას უკრაინაში, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მიშას აქვს ერთი უნიკალური თვისება, რომ, ვისაც ძალაუფლების ავი ჟინი და ვნება აქვს, მას ანდამატივით, მაგნიტივით იზიდავს. ეს არის მიშას გამორჩეულობა. თუნდაც იმავე ვარდების რევოლუციის დროს, თუნდაც იმავე უკრაინაში, ნებისმიერ ვითარებაში, ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი ადამიანები მის გარშემო იკრიბებიან, რადგან მიშას არაფერი აჩერებს, მას მუხრუჭი არ აქვს, და ნებისმიერი რამ შეუძლია გააკეთოს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად - ქვეყანა გაყიდოს, ომი დაიწყოს, ადამიანები აწამოს, ამით ცოცხლობს მიშა, ეს მისი ჟანგბადია.
აქედან გამომდინარე, დავით ზარდიაშვილი ასკვნის, თუ ასეთივე ვნებით ხარ შეპყრობილი, მიდიხარ იქ, ვინც არის შენიანი. გუბაზმაც დაინახა, რომ ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური იქნებოდა მიშა, ამიტომაც წავიდა უკრაინაში.
For.ge-სთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ
მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოგვწონს თუ არა, მას ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს დღეს საქართველოში.
„ჩვენ მიხეილ სააკაშვილი კი არ მოგვწონს, არამედ ჩვენ არ უნდა უარვყოთ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს. მე ვერ უარვყოფ ამ ადამიანების არსებობას, დაახლოებით ნახევარი მილიონი, ანუ 500 ათასი ადამიანი მხარს უჭერს სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“. რაც შეეხება საშიშია თუ არა ქვეყნისთვის სააკაშვილის მობრუნება, ჩემთვის სააკაშვილი არ იყო საშიში არც მაშინ, როცა ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი და ვერც ახლა იქნება საშიში, როდესაც ის არ არის საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქეა. მობრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში, ეს ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ჩვენი ამოცანა სააკაშვილის მობრუნება-არმობრუნება არ არის, ჩვენი ამოცანაა, დღევანდელი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით დასრულდეს, ქვეყანაში შეიქმნას პროპორციული საარჩევნო გარემო, პოლიტიკური მდგომარეობა ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ, რომლის თქმითაც, სააკაშვილთან ჩასვლა მიუტევებელი შეცდომა არ არის, ვინაიდან სააკაშვილი ოპოზიციაშია, გუბაზ სანიკიძეც ოპოზიციაშია და ოპოზიციური ძალები, როგორც წესი, ერთიანდებიან ხოლმე ხელისუფლების წინააღმდეგ.
პატივცემული tngh გითხარით თუ არა, რომ ეს ასე იქნებოდა?!
იძახეთ ახლა, ბიძინა აშენებს და ამშვენებსო.
რა კადრებიც ნახა, ის შედეგები დაიდო ზუსტად!
ახლა , ისევ გაინტერესებთ კონკრეტულად რას ვითხოვ?
გპასუხობთ: პასუხისმგებლიან, კომპეტენტურ ხელისუფლებას, რომელიც პოლიტმეძავებს ოპოზიციის სტატუსს არ ანიჭებს და მერე, მათგან თავდასაცავად კედლების აღმართვას არ იწყებს!
კიდევ, დამოუკიდებელ სასამართლოს ვითხოვ, რათა გასამართლდეს ყველა დამნაშავე,იქნება ეს პარტია, თუ ინდივიდი. კანონი ყველსთვის უნდა კანონობდეს!
...რომ, მათი მუცლის გვემის ერთადერთი მიზეზი არის, საქართველოს ბიუჯეტი ვერ თქვლეფა! რომ მაგათ ახლა, მხოლოდ ეგ ბიუჯეტი უნდათ ჯიბეებში თორემ... დემოკრატია არა, ლობიო ტყემლით!
აბა, მიდით აუხსენით.
მე წლების წინ ვწერდი აქ, რომ ეს გზა ცუდ ადგილზე მიგვიყვანსთქო. თვენ იხრჩობდით თავს, ყველაფერი კარგად მიდისო...ვითომ,მე ვიყავი წინააღმდეგი.
აუხსნას ქალბატონ შტოებერს, რომ ეს, 25-30 წლიანი სტაჟის მქონე პოლიტმეძევები არიან და მაგათ, ქვეყნის დემოკრატია კი არა, ბიუჯეტი უნდათ სახრავად.
...მაგრამ ვერ აუხსნის, იმიტომ რომ ოცნების წევრებსაც კარგი მადა აღმოაჩნდათ... პრემიებს პრემიებზე იწერენ და ისე ცხოვრობენ, გერმანელ პოლიტიკოსებს არც მოაფიქრდებათ... ხოლო ხალხი, მართლა შიმშილისათვის გაწირეს.
ამიტომ ვერაფერსაც ვერ აუხსნიან ვერავის! ვინმეზე უპირატესად, საუბრით კი არა, საქმით უნდა წარმოჩი ნდე!
აბა, ხალხზე ეფიქრა ოცნებას და ეზრუნა, თუ ჩავარდებოდნენ ამ დღეში. ერთი დაძახებით გამოიყვანდნენ ნახევარ საქართველოს გარეთ ! ხომ გამოჩნდებოდა, რისი ოპოზიციაც იყვენენ ესენი!
აი, გაიხსენოს ოცნებამ რამდენი ხალხი გამოვიდა ივანიშვილის დაძახებულზე თავიდან. ახლა,რამდენი გამოვა???
ჰოდა, ვინც საქმე არ იცის, იმათ ხალხის ბედ-იღბალზე ექსპერიმენტები, არ უნდა ჩაატარებიო... თუ, სამშობლო გიყვარს!
შედეგად, ნაციონალები სახლ-კარები აშენდა.
მერე, ოცნების ელიტა იშენებდა...ბოლოს, სესიაშვილის სახლი შენდებოდა. (ნეტაი, რემონტს მორჩა?)
დღევანდელი ოპოზიციის ახალგაზრდულ ფლანგს, მაგის თავიც არაა აქვს, ოცნების ჩინოვნიკების სახლებიის სურათები აფრიალონ.
ე.ი. 90-იანების ბოლოში ვართ მშენებლობის ასპექტით.
პ.ს.ეჰ, ჩემს ბავშვობაში,ქვეყანა ინგრეოდა და აკაკი ასათიანის სახლი შენდებოდა.