დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უმრავლესობას კონსულტაციები ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიური კორპუსთან და ელჩებთან.
როგორც კობახიძე აცხადებს, მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, დიპლომატიურმა კორპუსმა გამოხატა ინიციატივა ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის გარკვეულ ფორმატში დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
„საკითხი არის ძალიან ნათელი. იმდენად ცხადია წინააღმდეგობა ე.წ. გერმანულ მოდელზე და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ ერთადერთი დამატებით ახსნა, არის საჭირო და მეტი არაფერი. ამ ახსნის საშუალება გვქონდა ჩვენ გასული დღეების განმავლობაში, საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას და ბუნებრივია, ამაზეც გვექნება პოზიციების გაცვლა. სხვა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ზოგადად ოპოზიციის წარმომადგნელები. დღეს დაზუსტდება საბოლოოდ ფორმატი, შეხვედრის ადგილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაკლებობაზე საუბრობს ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი, რომელიც ერთ–ერთია იმ დიპლომატებიდან ვინც ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო სისტემაზე დიალოგს სთავაზობს, მათ შორის „გერმანულ მოდელზე“.
„ევროკავშირს სურდა დიალოგის ხილვა, რადგან ვფიქრობთ, დროა მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ ხვალ დიალოგი შედგება. ჩვენ გვჯერა, არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ორივე მხარის საქმეა, იმუშაოს მონახაზზე, ჩარჩოზე. როგორც ვიცით, ხვალინდელი დღის წესრიგის მიხედვით, გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას, იქნება განხილული.
ასევე, ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება ჩართულობა. კარგია, რომ როგორც იქნა, ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. ასევე მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგს ინტერესით აკვირდება დიპლომატიური კორპუსი.
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგი, რომლის მიზანიც შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის პოვნაა.
„მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოში არსებობს ძლიერი და სიცოცხლით სავსე დემოკრატია, რაც ერთხელ კიდევ უნდა გამოჩნდეს კონსენსუსის მიღწევის გზაზე“, – წერს ჯეიმს აპატურაი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დისკუსიის საპარლამენტო ფორმატში გადანაცვლებას ურჩევს ვიცე–სპიკერი გიორგი კახიანი, რომლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი, რასაც საზოგადოება ხედავს. როგორც კახიანი აცხადებს, საქმე მარტივ რეალობასთან გვაქვს. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.
„საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, სასაცილოა. ეს პროცესები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზარალებს. მათთვის ეს კარი ჯერ კიდევ ღია არის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსიამ საპარლამენტო ფორმატში გადაინაცვლოს. თუ ასე აპირებენ გაგრძელებას, ეს ყველაფერი ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რადგან ბოლომდე თავისი თავის მარგინალიზაციას ახდენენ. სხვა რესურსი არ რჩებათ, თუ არა, ასეთი პროვოკაციები მოაწყონ. თუ ეს უნდათ, გააგრძელონ, მხოლოდ თავად იზარალებენ, ჩვენ მოგებული დავრჩებით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრაზე მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ შეეცდება ოპოზიციის დარწმუნებას, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. თეა წულუკიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.
„მოემზადეთ არჩევნებისთვის. 2020–ში იტყვის ქართველი ამომრჩეველი უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს, თუ უნდა დაბრუნდნენ თუ არა ნაციონალები ხელისუფლებაში. მაგრამ როგორც ჩანს იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
30–მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტით, ოპონენტები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ, რაც ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, რომელიც მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს.
შემუშავებული ვერსიით, პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა იმაზე მეტი მანდატი ვერ უნდა მიიღოს, ვიდრე არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლით დაფიქსირდება. ცვლილებები პროპორციულ არჩევნებში 3%–იან ბარიერსაც ითვალისწინებს. აღნიშნული მოდელი განსახილველად ვენეციის კომისიას და ODIHR-ს გადაეგზავნება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს მთავრობას. უგულავას თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული პროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო–ოდირი–ს ოფისში გაიგზავნება და უნდა დაელოდონ მათ დასკვნას.
„კალაძემ თემა რაღაც ძველბიჭურად დახურა ისე, რომ არც კანონმდებლობა ჰქონდა ნანახი და არც კონსტიტუცია წაკითხული. ივანიშვილი საუბრობს კანონპროექტის ანტიკონსტიტუციურობაზე და სანაძლეოს დავდებ, რომ კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს, არათუ კანონპროექტი. ხისტი განცხადებების მიუხედავად, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შეხვედრა თავად დანიშნეს. მართალია, ივანიშვილის სიტყვას ფასი აღარ აქვს იმ მეგატყუილის შემდეგ, მაგრამ ვურჩევდი, საკუთარ სიტყვას მაინც გაუფრთხილდნენ.
თემა თუ იხურება, მაშინ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ლაპარაკი ლაპარაკისთვის თუ არის, ესეც გამოჩნდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვისი ეგიდითაც ეს მიმდინარეობს, ისინი დაინახავენ, რომ არა მხოლოდ საკუთარი ხალხი გადააგდო ივანიშვილმა, არამედ მოატყუა საერთაშორისო პარტნიორებიც. ამიტომ, ჭირვეულობას, ლანღვა–გინებას ჯობს, გონს მოეგონ, წაიკითხონ, კონსტიტუციონალისტებს კითხონ, რომელთა უმეტესობა მხარს უჭერს. ჩვენ ხვალ არ ვაპირებთ რაღაც იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლას“, – აცხადებს გიგი უგულავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, დიალოგი მისაღებია, თუმცა ამას ხელს არ უწყობს მმართველი გუნდის მხრიდან დაფიქსირებული ხისტი პოზიციები.
„ამ ოთახში არც ერთს ჯერ მანდატი არ აქვს, არც საკუთარი პარტიიდან და არც მთლიანად ოპოზიციური გაერთიანებიდან. ამიტომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა დაველოდოთ იმას, რას ფიქრობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – ევროპის კავშირი, როგორ ფიქრობს ამ შეხვედრის წარმართვას და შემდეგ გავცეთ პასუხი. დიალოგი შესანიშნავია, თუმცა დიალოგს ხელს არ უწყობს იმ ხისტი პოზიციების დაფიქსირება, რომელიც ჩვენზე აღარ არის ლაპარაკი, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დიალოგის მომხრეა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ სხვებს აქვთ სურვილი, რომ ეს შეხვედრა შედგეს.
„თუ ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ გვეძახიან, რომ დიპლომატებთან ქულა ჩაიწერონ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. თუ ამ შეხვედრაზე გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ განხილვა შედგეს და არის სურვილი, რომ გამოსავალი იქნას ნაპოვნი, ეს უკვე გონივრული გადაწყვეტილებაა.
თუ წულუკიანი და კობახიძე გააგრძლებენ განცხადებების კეთებას, რომ იქ გვეპატიჟებიან ელჩების ხათრით, რათა დაგვარიგონ, რომ ეს არაკონსტიტუციური მოდელია, ეს შეხვედრა ჩაიშლება. ელემენტარული ზრდილობაა, სტუმრად როდესაც ვინმეს ეპატიჟები, წინასწარ არ უთხრა, რომ უარით გაგისტუმრებო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე მიდის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, ნურავინ ჩათვლის, რომ კობახიძე სწორად კითხულობს კონსტიტუციას. ბესელიას განცხადებით, ნამდვილად არ კითხულობს სწორად, ისე კითხულობს, როგორც უნდა. როგორც ბესელია აცხადებს, კონსტიტუციაში წერია, რომ მანდატების განაწილების წესი დგინდება კანონით და ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტში სწორედ მანდატების განაწილების წესის შეცვლაზეა საუბარი.
„ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი არის გამოსავალი და მას არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება. ჩვენ გერმანიაში არ ვატარებთ არჩევნებს, ვატარებთ საქართველოში, ამიტომ ეს სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაძლებელია მანდატების განაწილების წესი შეიცვალოს და დადგინდეს სხვა წესი. თუ სიჯიუტეს თავს დაანებებს მთავრობა, დაინახავს, რომ ეს შესაძლებელია. თუ ყველაფერზე უნდა თქვას, რომ არ მინდა, მაშინ „შეაყარე კედელს ცერცვი“.
კანონში შესატან ცვლილებებს ვთავაზობთ, რომელიც გერმანული მოდელის პრინციპს ეფუძნება, მაგრამ არის მოდიფიცირებული და სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. მხოლოდ იცვლება პროპორციული მანდატის განაწილების წესი, რაოდენობა იგივე რჩება, მაგრამ მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით დავაზღვევთ იმ რისკებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს თუ ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები“, – აცხადებს ეკა ბესელია.
ვითომ არც იმჩნევენ, უბრალოდ ვიდს იჭერენ ,,დათვთ თავში უბრაგუნებდნენ და ის კიდევ-- ეს რა ხმაურიაო,,
ზუსტად ესეა ამათი საქმე..
ნაცებს გასაგებია ვისი და რისი იმედებიც ააქთ, მაგრამ ძაან მაინტერესებს ამათ რისი იმედი აქვთ, რისი ან ვისი ?/
ან რომელი ვაჟკაცები ესენი არიან რომ დასავლელი მეგობრების კულტურულ ლანძღვა გინებას დიდხანს გაუძლონ?? ვერა ხედავეენ რომ ეს მიშასგან გამძღარი დემოკრატიული დსავლეტი
დასავლეტი იპოლიტე ხვიჩიას გმირივით ერტი ხელის დაქნევაზე მდენ ზეწოლას გაუზლონ ულიდასავლეტი
მოკლედ იმ ზედა გამქრალ პოსტში იმას ვამტკიცებდი, რომ ამ დებილებს ძალიან დიდი და ხანგრძლივი შარი გარანტირებული აქვთ--მეთქი. თან ამ შარს ესენი
არც იმჩნევენ, უბრალოდ ვიდს იჭერენ, რომ ვითომც და არაფერი არ ხდება ----თორემ ,,ბრიყვს ტალახში ჩავარდნილი ურემი სახლში მიტანილი ჰქგონიაო,, ზედ გამოჭრილია ამათზე
ნაცებს გასაგებია ვისი და რისი იმედებიც ააქთ, მაგრამ ძაან მაინტერესებს, ამათ რისი იმედი აქვთ, რისი ან ვისი ?/
ან რომელი ვაჟკაცები ესენი არიან რომ ,,დასავლელი მეგობრების,, კულტურულ ლანძღვა--გინებას(ზეწოლას) დიდხანს გაუძლონ?? ვერა ხედავეენ რომ ეს მიშასგან(ჩერდაკში რომ ცხოვრობს) გამაძღარი ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი, იპოლიტე ხვიჩიას გმირივით, ერთი ხელის დაქნევაზე ნაცებთან სინხრონში კოლექტიურად რომ გნიასობეენ? ვერა ხვდებიააან ამ ევროპელი მეგობრების მუცლის ტკივილის ნამდვილ მიზეზეეებს?/
მაშ არ იციააან რომ ეგენი მიშას მეგობრები არიან (საქართველოში მათი ინტერესების შესანიშნავი გამტარებელი) და არა საქართველოსიიი?
ან არ იციააან ან ვერა ხვდებიააან, რომ ეგ დათვის მეგობრები ამ დებილებს აუცილებლად უმუხლთებეეენ ?/რისი იმედები ააქვთ, რისი?
ან მაგათგან წახალისებული ნაცები რომ ამათ ნორმალური არჩევნებს არ ჩაატარებინებეენ არც ეგ იციააან?
ეგენი ნებისმიერი წესით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც კი ჯამში 10--15 კაცზე მეტს ვერ გაიყვანენ. ნაცებმა იციან რომ მომავალ
არჩევნებზე ეგენი პოლიტიკურად საბოლოოოდ დასამარდებოდნენ .... ამიტომ მაგათ არანაირი არჩევნები არ აწყობთ. იმიტომაც არიან შარზე--- ხელისუფლებაში მაგათი დაბრუნების ერთადერთი გზა მხოლოდ რევოლუცია და არეულობააა, იმიტომაც არიან ნაცები ამ დღეში
ეხლა ეგენი რომ გაჩერდნენ, ჩათვალეთ რომ ნაცები დაჟე არჩევნებამდე დასამარდებიან...
.. ხოოოდა მაგათ ეს რომ იციან, როგორ გგონიათ ეგენი გაჩერდებიააან??---- არც ერთ შემთხვევაში.... მაგათ ამ აყალმაყალის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ...... ანუ ეგენი პატრონების ზურგის იმედად, მანამდე არ გაჩერდებიან, მანამ მომავალ არჩევნებში 30 კაცის გაყვანის გარანტიას არ მიიღებენ...გინდ პროპორციული დაუძახეთ, გინდ შერეული, გინდ გერმანული და გინდ აფრიკული....რაღაცას მაინც ჩაასწორებინებენ, ისე რომ იმ 30 კაცის გაყვანის გარანტიას მაინც მიიღებენ. ბოლო ბოლო იმ 30 კაცის გარანტიაზე ამათ ფიცს დაადებინებენ....
ხოოდა მითხარით ამ მართლა დებილებს, რაში სჭირდებოდათ ამ ბეზპიტიმინუტნი დასამარებელი ხალხის აყირავება--- გაცოცხლება??
ტრიალ მინდორზე შარს რაზე იკიდებენ? ჩაეტარებინათ რაც იყო ის არჩევნები ამას არა სჯობდააა?
არა რაააა.... ხალხმა რა დააშავა თორემ ამ ოცნებაზე მართლა ალალია მიშა...
დანარჩენი სხვა დროს----ამ დებილებზე ნერვიულობისაგან წერაც არ შემიძლია
მოკლედ ესენი ძალად აძლევენ ნაცებს კოზირებს, ძალად ანუ ....ნაცებს ესენი მართლა ძალად აცოცხლებენ,,,,
იმიტომაცააა ბოკერია რომ რიხით გველაპარაკება---- გინდათ თუ არა ოცნებამ ობიექტურ, უფრო სწორად ნეიტრალურ, უცხოელ დიპლომატებს უნდა დაუჯეროსო----თავისიანების ნეიტრალურობის იმედი აქვს და იმიტომ ლაპარაკობს ასე რიხით .
არ გაიშვას მაგათი ობიექტურობა, ეგენი რა ობიექტურები და ნეიტრალურებიც არიან, მაგას ქართველი ხალხი უკვე 16 წელია გადასარევად ხედავს. სწორედ მაგათი დამსახურებით არიან გაჯეჯილებული ეს ნაც სექტა საქართველოში ..
ბიჯოოოოოოოო......................რამდენჯერღა ვთქვა ......როდის იყო, ან სად გაგონილა, რომ დამპყრობელ ქვეყანას, დაპყრობილ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აინტერესებდა?? ---მხოლოდ მონური მორჩილება და საქართველოში მათი ინტერესების გატარება,..... ესაა მაგათი აქ მოქმედების მთავარი მიზანი და ინტერესი.
მაგათ სუ დიშლაზე არ ჰკიდიაათ, საქართველოში წესრიგი და დალაგებული ცხოვრებააა?? პირიქით,.... რაც უფრო არეული იქნება საქართველოში სიტუაცია(ანუ კაცი რომ ვერ გაიგებს ვისი ვისსაშია), მაგათი ხეირი ისაა .... ანუ მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება.......აი სუ ესაა მაგათი მოქმედების არსი. დააახლოებით აი ცხვარს რომ მოსამართლედ მგელი დაუნიშნეს, ზუსტად ისაა მაგათი ობიექტურობა
.... ყოველდღე მაგათგან რაღაც ხიმინდრობას და ჩათლახობას ველი, ეგენი არიააან ობიექტურებიიი???
ჰმმმ...........ობიექტურები და ნეიტრალურები---ხოოოდა ქუნემ მაგათი ობიექტურობა
იტყვიან რათაო .......
იმ მოლასი არ იყოს------იმიტომ იმიტომ!!!!