ფერმერებმა პარიზის მთავარი გზები ტრაქტორებით გადაკეტეს

ფერმერებმა პარიზის მთავარი გზები ტრაქტორებით გადაკეტეს

საფრანგეთის მთავრობის აგრარული პოლიტიკით უკმაყოფილო ფერმერებმა პარიზში საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

მათ ტრაქტორებით დედაქალაქის რამდენიმე მთავარი გზა გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორი მიწის მფლობელების პროფკავშირების ეროვნული ფედერაცია იყო.

ფერმერები თავიანთ პროდუქციაზე დაბალ საშემსყიდველო ფასებს აპროტესტებენ. გარდა ამისა, პროფკავშირები ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას აკრიტიკებენ, რომელიც საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები გასულ წელს სოფლის მეურნეობის შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც მათი აზრით, ფერმერების მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.