რუსეთმა აშშ-ს ბირთვული შეთანხმება „ახალი დასაწყისის“ გაგრძელება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვს ხელშეკრულების გაგრძელება 5 წლით სურს, თუმცა ნაკლებ ვადასაც დათანხმდება. შეთანხმების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება.
„ახალი დასაწყისი“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი მოქმედი შეთანხმებაა. ის მხარეებისთვის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების დაშვებულ ნორმას 1 500 ერთეულით განსაზღვრავს. შეთანხმება 2010 წელს გაფორმდა. აშშ-ის მხრიდან მას ხელი ბარაკ ობამამ მოაწერა.
2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ შეთანხმების პირობები შტატებისთვის ხელსაყრელი არ არის. ამერიკის მაღალჩინოსნების თქმით, თეთრი სახლის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ 2020 წელს მიიღებს.