ევროკავშირში ამერიკის ელჩს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გორდონ სონდლანდს ბრალდება ერთდროულად სამმა ქალმა წაუყენა. ამის შესახებ Hill-ი წერს.
ნიკოლ ვოგელი, ჯანა სოლისი და ნატალი სეპტი აცხადებენ, რომ სონდლანდი მათ მუდმივად ავიწროებდა, თანხმობის გარეშე ჰკოცნიდა ან ამის გაკეთებას ცდილობდა.
ქალების მტკიცებით, ინციდენტებს ადგილი მანამდე ჰქონდა, სანამ სონდლანდი ელჩის პოსტს დაიკავებდა. გორდონ სონდლანდი ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში დაწყებული გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. სექსუალური შევიწროების ბრალდებას ის კატეგორიულად უარყოფს.