თურქეთი უარი ამბობს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს გეგმის მხარდაჭერაზე, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ანკარას ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებთან უფრო მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოში ოთხ მაღაჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს წყაროთა განცხადებით, თურქეთმა ნატოში თავის წარმომადგენელ დოკუმენტის ხელმოწერისგან თავის შეკავება სთხოვა და ალიანსისგან ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფების ოფიციალურად ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანა სთხოვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.