არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად.
„დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის მიუხედავად ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნებაზე უარს აცხადებს. თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აქციები შეწყდება და ოპოზიცია დაუბრუნდება საპარლამენტო ცხოვრებას.
„გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს. მისი მიღება შეიძლება უახლოეს სამ კვირაში. თუ ხელისუფლება ამ გამოსავალს დათანხმდება, დეკემბრის ბოლომდე გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და შეჩერდება აქციები, შეწყდება კრიზისიც, ქვეყანაში გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა და დავუბრუნდებით ნორმალურ კალაპოტს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
ამ დრომდე საპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას ბოიკოტს უცხადებს და უპირატესობას ქუჩას ანიჭებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც ღიად საუბრობს აჯანყების უფლებაზე და პროცესების რადიკალიზაციაზე, აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
„ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ივანიშვილი მალე დამთავრდება. სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ქვეყანაში ფორმდება ძალადობა და დიქტატურა. ივანიშვილმა, როგორც კი იგრძნო, რომ ძალაუფლება შეიძლება დაკარგოს, მიმართა ყველანაირ ხერხს. სპეცრაზმმა დაარღვია კანონი, როცა აქციის მონაწილეებზე იძალადა. ესენი ვერ იმუშავებენ. არ გამოუვათ. ეს ბრძოლა გადაიყოლებს მოძალადე ივანიშვილს. შეშინებული დასდევდნენ დღეს შეშებს და ფიჩხებს. ესაა დემორალიზებული ძალა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.
„ჩვენ გვინდა, რომ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ივანიშვილის ჭეშმარიტი სახე. მაგრამ ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ამიტომ ამ დამარცხებას მალე გაიფორმებს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ძალა „რობოკოპებში“ არ არის, ძალა არის სიმართლეში და სიმართლე არის ქართველ ხალხში, შესაბამისად ქართველი ხალხი ამ დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვებული გამოვა“, – აცხადებს გიორგი ბარამიძე.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ასეთია – პარლამენტის შენობის პიკეტირება, პარლამენტის წინ კარვების გაშლა, ადგილზე შეშის და კასრების მიტანა იმ მოტივით, რომ აქციის მონაწილეები არ გაცივდნენ. „გამარჯებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი ადასტურებს, რომ პიკეტირებები კვლავ იქნება და აქციებსაც კვლავ პერმანენტული სახე ექნება.
„მე პირადად აქციაზე ვიდგები მანამდე, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დროებითი მთავრობა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ 4 მოთხოვნის შესრულება მოუწევთ, რადგან სხვა გზა არ აქვთ“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
საპროტესტო აქციებით და კარვების გაშლით, ვიცე–სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიცია ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს გარდა იმისა, რომ ასეთი ფორმით მეტად მოახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას. შესაბამისად, როგორც კახიანმა აღნიშნა, პროცესის საპარლამენტო ფორმატში გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს.
„ბუნებრივია, ის, რაც ხდება პარლამენტის გარეთ, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და ორდინალური ვითარება. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე ჩვენ ორდინალურ და საპარლამენტო განხილვების ფორმატში მოვექცეთ – ეს იქნება დებატები, დისკუსია და ა.შ. იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიცია ძალიან მალე მივა ამ დასკვნამდე.
საპროტესტო აქციებით, კარვების გაშლით ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ გარდა იმისა, რომ ასეთი ფორმით მეტად მოახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას. არ მგონია, რომ საქართველოში დღეს საზოგადოებას მოსწონდეს ასეთი კარვები.
ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ხდება პარლამენტის გარეთ, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და ბუნებრივია, სახელმწიფო ახდენს შესაბამის რეაგირებას. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე გვაქვს როგორც ჩვენ, ასევე ოპოზიციას. ალტერნატივა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდეს ეს ყველაფერი, არ აქვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია. როგორც კობახიძე აცხადებს, გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის გაგრძელების ორი კვირა, რაც პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.
„ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებენ რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პარტიებს და ეს ორი ძალა ერთმანეთის მხარდამხარ იდგა. ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს, ალბათ, დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება.
დაიწყო მარგინალიზებული და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის მიზანი, რომ ქუჩის პოროცესებია ამას ადასტურებს „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, ოპოზიციას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს.
„ეს არის გაფრთხილება ჩემგან, რომ გაცილებით მეტი ვიცით, როგორ უნდა მოვხვდეთ აქ და შემდგომში მიიღებთ გაცილებით მეტს პიკეტირების სახით, წინასწარ ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობთ“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციის ამოცანაა რევოლუციური გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. როგორც ლევან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რეალურად ეს მოცემულობა გვაქვს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი არ ფიქრობენ დათმობაზე. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსის შეფასებით, ყოველთვის შესაძლოა, იყოს რაღაც მომენტი, რამაც შეიძლება ქუჩის მოვლენები გადაიყვანოს შენობაში, ყველაფერი მოლაპარაკების თუ დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს. ამის ნება ორივე მხრიდან უნდა იყოს.
„ხშირად ვისმენთ განცხადებებს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. აცხადებენ, რომ დღესვე რომ ჩატარდეს არჩევნები, დღესვე დაამარცხებენ ხელისუფლებას, ეს რატომღაც პოპულისტურ განცხადებას ემგვანება. თუ ასეთი ძალა შესწევთ იმ ადამიანებს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან, რა უშლით ხელს იმაში, რომ 11 თვის განმავლობაში კიდევ უფრო კარგად მოემზადონ და არჩევნების გზით დაამარცხონ ხელისუფლება?! მაგრამ ჩვენ სხვა სცენარს და სურათს ვხედავთ.
ყველაზე კარგი „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით მოხდა, არჩევნების გზით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ სცენარებიდან, ქუჩის მოვლენებიდან გამომდინარე ვხედავთ სხვა სცენარისკენ წასვლის მიმართულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ რევოლუციური გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის და საბედნიეროდ საზოგადოებისთვის, საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რევოლუციურ სცენარს უარყოფითად უყურებს.
„უკვე მივეჩვიეთ არჩევნებით ცვლილებების განხორციელებას. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ „ამდენი“ ხალხი გამოვიდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივდივართ იქითკენ, რომ დავთვალოთ რაოდენობები. თუ ამის სურვილი გააჩნიათ ვიღაცებს ოპოზიციურ სპექტრში, კი, ბატონო, თუ დავთვლით რაოდენობას, ეს არ არის იმდენი ხალხი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.
რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამის სრული უფლება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას. მეორე – ისინი მოქმედებენ იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც გააჩნიათ. გუშინ აქციის დაშლის ოპერაცია კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა. მერიისა და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ მომიტინგეებთან, გააფრთხილეს, რომ კანონის შესაბამისად აპირებდნენ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმდებები, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, იმოქმედებნენ კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ყველა წინაპირობა არის, რომ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუსტად იმას აკეთებენ, რასაც 2003 წელს აკეთებდნენ.
„აქციაზე დგანან გავეშებული პოლიტიკოსები, არაადეკვატური ემოციებით. ვხედავთ, როგორ ჰყავთ ამუშავებული არასამთავრობო მოკავშირეების ნაწილი, რომლებიც წევენ ტემპერატურას, რათა მიიპყრონ საერთაშორისო ყურადღება. ამის პარალელურად დღეს „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ათეულობით პროტესტის გამომხატველი ცდილობდა პარლამენტის ბლოკირებას და ისინი დაშალეს“, – აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ პროცესებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა გახდეს საჭირო. მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა მაღალია, მთელი ოპოზიციური სპექტრია გაერთიანებული.
„ორივე დაპირისპირებულ მხარეს კონსტიტუციური ცვლილებების სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ. გამოსავალი არის მარტივი, მხარეებმა უნდა მიმართონ რეკომენდაციებისთვის ნეიტრალურ საერთაშორისო სტრუქტურას. მაგალითად ვენეციის კომისიას ან ეუთო–ს. როდესაც ჩვენ პოლიტიკური დაძაბულობა გვეზრდება და ჩიხში შევდივართ, ყოველთვის ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებოდნენ გამოსავლის ძიებაში, შესაძლოა, ეს ვარიანტიც დადგეს დღის წესრიგში“, – აცხადებს გია აბაშიძე.
ბმული /> damwvar-wignebSi-levan-goTuas-gmirTa-varamic-iwvoda-.html
ესენი არიან "სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრები"?
ომდენი ამათი გამზრდელ-აღმზრდელი დედები!..
მაგათ ელემენტარული არ იციან, ელემენტარული (მაგ. პეტერბურგიც რომ რუსეთია) ....................და გოთუააა??
ეგ მაგათთვის უმაღლესი მატემატიკააა, უმაღლესი ..ჰოოდა რა გიკვირს??
ეგ მაგათ კი არა ბურჯანაძეს, კუკავას, გუბაზის და მაგ ხალხს უნდა ურტყა ყურებში, მაგ ხალხს, თორე ბოკერიას(მაგათ ტრენერს) ქართული სუ ქინძზე არა ჰკიდიააა??, ის კი არადა მგონი ბოკერია იძახის--- ვეფხისტყაოსანიც ზედ მიაყოლეთო....
როგორ პირობებში დაწერილი დიდებული რომანი!..
ნამდვილად არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც ლევან გოთუას აუტოდაფეს უწყობენ და მიშას, ბოკერიას და ელენე ხოშტარიას დაკრულზე ახუნტრუცებული ვიღაც უწიგნური ვიგინდარები ხელებს ითბონ "გმირთა ვარამის" ალზე!...
როგორ პირობებში დაწერილი დიდებული რომანი!..
ნამდვილად არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც ლევან გოთუას აუტოდაფეს უწყობენ და მიშას, ბოკერიას და ელენე ხოშტარიას დაკრულზე ახუნტრუცებული ვიღაც უწიგნური ვიგინდარები ხელებს ითბობენ "გმირთა ვარამის" ალზე!...
კარგი გუბაზი რა ქაქიც არის გავიგეთ, მაგრამ ამ დუმბაძეს რაღა სირი დაეტაკა??....ეს არ იყოოო, ბურჯანაძის მიტინგებზე ცემისაგან წელში რომ გადატეხეეეს
კიდევ ცემა მოენატარააა??
ვირს ცემა რომ მოენატრება ტლიკების სროლას დაიწყებსო------ ზედ გამოჭრილია ამისთვის