პამიდვრისა და წიწაკის ცხარე საწებელი

პამიდვრისა და წიწაკის ცხარე საწებელი

პამიდვრის ამ საწებელს მეორენაირად აჯიკას უწოდებენ, თუმცა ნამდვილი აჯიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ინგრედიენტები

პამიდორი - 1.200 კგ

ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 კგ

დაფქვილი წითელი წიწაკა - 20 გ

ნიორი - 500 გ

მარილი - 3 ს/კ

ქინძი - გემოვნებით

მომზადების წესები

გარჩეული ნიორი, წიწაკა და პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილ ბადეში.

დავუმატოთ დაფქული წიწაკა, მარილი, გადავიტანოთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და დავდგათ დასადუღებლად 24

საათი. თან ხშირად ვურიოთ. გადავიტანოთ მშრალ, სტერილურ ქილაში და შევინახოთ მაცივარში.