პოლიციამ სტამბოლში ქალების უფლებებისთვის გამართული მასშტაბური აქცია დაშალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
დემონსტრაციის მონაწილეებმა თავდაპირველად მსვლელობა გამართეს და ქალებისთვის უფრო მეტი უფლების მინიჭება მოითხოვეს. აქციაში დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და პლასტმასის ტყვიები გამოიყენა.
თურქი უფლებადამცველების მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 378 ქალი მოკლეს, გასულ წელს კი - 440.
სტამბოლის პარალელურად ქალების წინააღმდეგ ძალადობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გააპროტესტეს. აქციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.