ალბანეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6.4 შეადგინა. შედეგად ჩამოინგრა ორი შენობა, დაღუპულია სულ ცოტა 6 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აღემატება. რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში არის მოყოლილი. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტირანას მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.