„ნაციონალები“ ივანიშვილის „შავ სიაზე“ საუბრობენ და ეჭვობენ, რომ მატროსოვის ციხე ოპოზიციისთვის მალე გაიხსნება. მათი პროგნოზით, გამორიცხული არ არის, ამ ციხეში მოხვდნენ გიგი უგულავა, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე...
სააკაშვილის ყოფილი თანაპარტიელები ამტკიცებენ, რომ ასეთი სცენარის წინაპირობას იძლევა ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითი, რადგან 20 ივნისის საქმის გამო დაკავებულ ოქრუაშვილს ბრალი 14 წლის წინანდელი საქმის გამო დაუმძიმეს.
უკვე სახელდება კონკრეტული საქმეებიც, რასაც გაუხსენებენ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს. მაგალითად, „სითი პარკის“ შესახებ სამართლებრივი ფინალი ახლოვდება და, თუკი „ქართული ოცნება“ თაროზე შემოდებულ „ქეისებს“ მიუბრუნდება, მაშინ გიგი უგულავას რამდენიმეწლიანი პატიმრობა გარანტირებულია. ასევე მოხდება ოპოზიციის სხვა ლიდერების შემთხვევაშიც.
როგორ განვითარდება მოვლენები და რას მიაღწევენ პროტესტანტები, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
„მაინც დაგაბოქლომებთ“, - ეს სიტყვა დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებადი გახდა მომიტინგეებს შორის. დაბოქლომების ისტერიამ სხვადასხვა უწყების შემდეგ საკრებულოშიც გადაინაცვლა და იქაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ოპოზიციას დაბოქლომების სტრატეგია?
- ამ ახალგაზრდებს ვიღაცამ ეს ყველაფერი ასწავლა. თავს ვერ დავდებ, რომ აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ რამდენადაც ჩემი წყაროებიდან ვიცი, ამ ახალგაზრდების უმეტესობა გაწვრთვნილ იქნა იმ ლიდერთა სკოლებსა და ბანაკებში, რომლებიც დააარსეს ჯერ სააკაშვილმა, შემდეგ გიორგი ვაშაძემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თქვენ შეგიძლიათ, ამოიღოთ ვიდეოკადრები, სადაც სააკაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ შექმნის ლიდერთა სკოლებს, სადაც მიიწვევს ახალგაზრდებს და მოამზადებს მათ მომავალი საპროტესტო აქციებისთვის. მოგვიანებით ეს ახალგაზრდები ესტუმრნენ სააკაშვილს უკრაინაში, იქ მიიღეს ინსტრუქცია. სხვათა შორის, ესეც აღბეჭდილია დოკუმენტურად. შესაბამისად, ვვარაუდობ და მაქვს საფუძველი იმისა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების უმეტესმა ნაწილმა გაიარა ეს სკოლები და ისწავლეს სამოქალაქო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდები, რომელიც ჩამოთვლილია შესაბამის სახელმძღვანელოებში. ეს სახელმძღვანელო გამოიცა ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში, იქ ჩამოთვლილია 200-ზე მეტი არაძალადობრივი, სამოქალაქო წინააღმდეგობის მეთოდი, აქცია-პერფორმანსების ფორმები, რასაც ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით, დაამატეს თავისი მეთოდები და დღეს იყენებენ ამ მეთოდებს. არ გაამართლებს ბოქლომების აქცია? მოიგონებენ სხვას. არ გაამართლებს ის სხვა აქცია? მოიგონებენ კიდევ სხვას და ა.შ. ამ აქციებს სჭირდება ფინანსური, მატერიალური და სხვა რესურსები. სავარაუდოდ, ალბათ, ვიღაც ამას ხელს უწყობს, აფინანსებს, აორგანიზებს. ვინ არის ამის ორგანიზატორი, მე მგონი, ამის გამოცნობა რთული არ არის. ჩვენ ვიცით, ორად-ორი პარტია - „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოება - „ევროპული საქართველო“, რომელსაც გამოცდილება აქვს ამ კუთხით, რადგან თვითონ მათმა ლიდერებმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს სერბეთში ოტპორის ბანაკებში გაიარეს „ფერადოვანი რევოლუციების“ ტექნოლოგიების შესაბამისი ტრენინგები. ასე რომ, პირადად ჩემთვის ყველაფერი ძალიან მკაფიოა. ეს ახალგაზრდები გამოყენებულნი არიან იმ ინსტრუმენტად, რა ინსტრუმენტადაც თავის დროზე გამოყენებული იყო ყბადაღებული „კმარა“.
2002-2003 წლებში „კმარას“ გამოჩენამ შედეგად მოიტანა ის, რომ, მოგვიანებით, უკვე სააკაშვილი რევოლუციური ეიფორიით მოგვევლინა ხელისუფლების სათავეში. ამ შემთხვევაში რა მოხდება?
- „კმარამ“ იმიტომ დატოვა შედეგი, რომ იმ პერიოდში მოსახლეობა მართლაც იყო გაბრაზებული შევარდნაძის მთავრობაზე, რომელიც წლობით არ გასცემდა ხელფასებს, პენსიებს. მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაც იყო - უშუქობა, უგაზობა, მთელი ბუკეტი პრობლემების, სახელმწიფო ინსტიტუტები იყო სუსტი. სამართალდამცავ სტრუქტურებში გამეფებული იყო კორუფცია, ყველაფერი ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა „კმარას“ ტიპის ორგანიზაციის საქმიანობისთვის. სამართალდამცავებს იმდენი გამოცდილებაც კი არ ჰქონდათ, როგორ ემოქმედათ იმ დროს ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგ. ისინი უბრალოდ იჭერდნენ „კმარას“ წევრებს, შემდეგ „კმარას“ წევრები ამას იყენებდნენ, რომ დევნილის მანტია მოესხათ, გმირების სახით წარმოჩენილიყვნენ. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ეს ყველაფერი არ იცოდა. ხალხმა არ იცოდა, ვინ იყო სააკაშვილი, ვინ იყვნენ მისი თანამებრძოლები და ამას უფრო პოზიტიურად უყურებდნენ.
დღეს ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ახალგაზრდული დაჯგუფებებები ბოლო რამდენიმე თვეში ნაწვიმარზე სოკოებივით გამრავლდნენ, ისინი არიან დასპონსორებულნი და მართულნი „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ. ჩვენ ვხედავთ, ელენე ხოშტარიაა მათი ერთ-ერთი წინამძოლი. თუმცა არ გამოვრიცხავ, მომიტინგეთა რიგებში იყვნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც არ იყვნენ პირდაპირ აფილირებულნი პოლიტიკურ ძალებთან, ისინი ერთ ქვაბში იხარშებიან და, ნებით თუ უნებლიეთ, მუშაობენ ერთი სცენარის ქვეშ. არ ვიცი, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესები, მაგრამ, ალბათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ექნებათ მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
ხელისუფლება ამ ახალგაზრდებს „ნაციონალებისგან“ მართულს უწოდებს. 20 ივნისის დარბევის დროსაც ასე ამბობდნენ, რომ ახალგაზრდები მართულნი იყვნენ, მაგრამ მაშინაც ჩნდებოდა ეჭვი, თუ ეს ახალგაზრდები თავიდან ბოლომდე მართულნი იყვნენ, ფულგადახდილი ახალგაზრდები რეზინის ტყვიებს თავგანწირვით შეეგებებოდნენ? როგორ ფიქრობთ, დანარჩენი ახალგაზრდები, სტუდენტები არ თანაუგრძნობენ მომიტინგეებს? თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში?
- თავგანწირვის რა მოგახსენოთ, სწორედ იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ამ ახალგაზრდებისთვის ფული ჰქონდათ გადახდილი, იმიტომაც იყვნენ ისინი ასე მოწადინებულნი, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და აერიათ პარლამენტი. თორემ საღი აზრის მქონე ადამიანი გაერიდებოდა სიტუაციას და განმეორებით შეტევებში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ხომ ასეა, ლოგიკურად?
ვეჭვობ, რადგან ფულგადახდილი ადამიანი ტყვიების წინაშე უფრო დაიხევდა უკან, გავრილოვის ღამეს კი ახალგაზრდობის ნაწილი აფექტში იყო და თვლიდა, რომ გავრილოვის ჩამოყვანით მათ ეროვნული თავმოყვარეობა შეულახეს და ამიტომაც უკან არ იხევდნენ. ცხადია, აქ უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკოსების მერკანტილური ინტერესი.
- ამასთან დაკავშირებით, მე ჩემი მოსაზრება მაქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობას, მე ვფიქრობ, ის ახალგაზრდები, რომლებსაც შეიძლება აქვთ საპროტესტო განწყობა, არ მონაწილეობენ ამ აქციებში. უნივერსიტეტში არის სხვადასხვა დაჯგუფება. იმისთვის, რომ ზოგადი ფრაზებით საუბარი არ გამომივიდეს, ამ აქციებში არ მონაწილეობს ისეთი ცნობილი ახალგაზრდული ორგანიზაცია, როგორიც არის „აუდიტორია 115“, რომელსაც თავის დროზე ბლოკირებული ჰქონდა უნივერსიტეტი და სტუდენტების უფლებებისთვის იბრძოდა, ასევე, სოციალურ მოთხოვნას აყენებდა. ისინი არ მონაწილეობენ ამ აქციებში, კი ბატონო, ამ აქციებზე შეიძლება იყოს გარკვეული ჯგუფი უანგარო ახალგაზრდების, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან და უმცირესობას შეადგენენ.
თუ გახსოვთ, ახალგაზრდული პროტესტი გაცილებით მასშტაბური იყო 13 მაისის აქციებზე, იმ პერიოდში, როცა „ბასიანისა“ და „გალერის“ კლუბებში შევიდა პოლიცია. მაშინ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვიდა. მე ვფიქრობ, დღეს ამ ახალგაზრდებისთვის არ არის პრიორიტეტი, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები. მოდით, გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ეს ახალგაზრდული მოძრაობა, ეს დაიწყო ანტისაოკუპაციო ლოზუნგების ქვეშ და მერე ამას დაემატა პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რა კავშირშია ანტისაოკუპაციო თემასთან პროპორციული არჩევნები? პროპორციული არჩევნების ჩატარებით ოკუპაციური პრობლემა გადაწყდება?
ეს ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ გავრილოვის ღამის ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ახლანდელი პროპორციული არჩევნები ერთმანეთთან ბმაშია, რადგან პროპორციულის უკან წაღება იყო ერთგვარად ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერება და ოლიგარქია საბჭოთა მოვლენაა რუსეთისგან ოკუპირებულ ქვეყნებში.
- ანუ ეს ახალგაზრდები თვლიან, რომ პროპორციულ სისტემაზე დათანხმებით ოლიგარქიული რეჟიმი დამარცხდება? კი მაგრამ, რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამას? რა, პროპორციულ არჩევნებში ოლიგარქი ვერ შეძლებს მისი მორჩილი პოლიტიკური ძალების პარლამენტში გაყვანას?! ეს ხომ ახლომხედველური შეფასებაა?! სინამდვილეში, პროპორციული სისტემა იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რადგან ოპოზიციამ იცოდა, რომ შერეული სისტემით ვერ მიიღებდა შესაბამის შედეგს და იმიტომ ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს, ეგება, ამ სისტემით უფრო მეტი წარმომადგნელობა გაეყვანათ პარლამენტში. ახალგაზრდებმა, ფაქტობრივად, გააჟღერეს მაშინდელი ოპოზიციის - „ევრონაცების“ და „ნაცების“ მოთხოვნა.
რამდენად სწორი იყო პროპორციული სისტემის უკან წაღება ხელისუფლების მხრიდან?
- სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი პასუხი, რადგან ვისმენ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიებს და ახსნა-განმარტებებს, მათ შორის, იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს. ახლა ერთ-ერთ ტელეარხზე დაატრიალეს საარქივო კადრები, სადაც იგივე დეპუტატები (დიმიტრი ხუნდაძე და სხვებიც) ამბობდნენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. აქედან გამომდინარე, მრჩება განცდა, ეს ხომ არ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც იმ დროს, იმ მომენტში მმართველ გუნდს სჭირდებოდა თუნდაც ერთი დათმობის გადაგდება მომიტინგეებისთვის, რომ მიტინგის მუხტი ჩაეხშო და ეს მართლაც ასე მოხდა, მოლოდინის რეჟიმში გადავიდა მიტინგი. ამის შემდეგ კი, როცა ცივ გონებაზე დასხდნენ და გააანალიზეს სხვადასხვა სცენარი, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მით უმეტეს, ნულოვანი ბარიერით, რა შანსი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“, ისინი მიხვდნენ, რომ პარტიას შეიძლება ვერ აეღო უმრავლესობა. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მართლაც ასე იყო. ეს ჩემი ვარაუდია, რადგან სხვანაირად ძნელია, ახსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გავიდა საერთაშორისო არენაზე, დაიმსახურა ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მოწონება, იყო მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით და უცებ ასეთი მკვეთრი ზიგზაგი. არ ვამბობ არც ქილიკით, არც ჩასაფრებულის პოზიციით, მაგრამ ეს არის სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და რეპუტაციულ იმიჯზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დარტყმა საზღვარგარეთ, რადგან, თუ იმ რეაქციებით ვიმსჯელებთ, რაც უკვე გამოვლინდა ევროპარლამენტის, „უესაიდის“, საელჩოებისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების მხრიდან, მე არ შემხვედრია პოზიტიური შეფასება, რომელიც გაგებით მოეკიდებოდა ამ გადაწყვეტილებას. შეფასებები ცალსახად ნეგატიურია. რატომ გადადგა ასეთი სარისკო ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“, ჩემთვის ჯერჯერობით გამოცანაა. მე არ ვიცნობ ამ პარტიის შიდა სამზარეულოს. თუმცა რაღაც ინფორმაციები გავრცელდა პარტიის ლიდერთა მხრიდან, თითქოს პარტიის შიგნით ამ გადაწყვეტილების გამოცხადებაზე უთანხმოება ჰქონდათ.
"იმ მომენტში მმართველ გუნდს სჭირდებოდა თუნდაც ერთი დათმობის გადაგდება მომიტინგეებისთვის, რომ მიტინგის მუხტი ჩაეხშო და ეს მართლაც ასე მოხდა...
ამის შემდეგ კი, როცა ცივ გონებაზე დასხდნენ და გააანალიზეს სხვადასხვა სცენარი, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მით უმეტეს, ნულოვანი ბარიერით, რა შანსი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“, ისინი მიხვდნენ, რომ პარტიას შეიძლება ვერ აეღო უმრავლესობა."
!
ჰო და, ამას ჰქვია გადაგდება!..
ხოლო, რა ჰქვია იმას, როცა ერთი სვლა არ შეგიძლია წინასწარ გაითვალო, ამისი ზუსტი, ერთსიტყვიანი ფორმულირებისაგან თავს შევიკავებ.
არიან თუ არა ისინი მართალი - მეორეხარისხოვანია მანამ, ვიდრე მათ გადარწმუნებას შესძლებს ხელისუფლება. ამისი შანსი კი ნულის ტოლია. შესაბამისად, გაგრძალდება ამ აბუნტებული მასის აგრესია (რასაც უცხოური მხარდაჭერაც კვებავს და აგულიანებს: დაპირებული და გაეროს ტრიბუნიდან გაპიარებული ცვლილების პარლამენტის სხდომაზე "ჩავარდნას" და ბიძინა ივანიშვილმა რომ ვინმე ბერაიას "დარწმუნება ვერ შეძლო" - არავინ დაიჯერებს!
ჰოდა, ამას ჰქვია გადაგდება, რაც მყისიერად აიტაცა და თავის სასარგებლოდ გამოიყენა შარის მაძიებელმა ოპოზიციამ., - ამ სვლის წინასწარ გათვლას არ სჭირდებოდა არც ფიშერობა, არც ნონაგაფრინდაშვილობა!
ვშიშობ, რომ ეს საპროტესტო ტალღა არ ჩაივლის ისე მარტივად, მავანს რომ წარმოუდგენია: ახლა თუ არაფერი დაანგრია, აუცილებლად აისახება მომავალი არჩევნების შედეგებზე. და აისახება ცუდად!
ეხლა მაგათ მხოლოდ იმათი იმედი აქვთ----- ...რომ ისინი ამ ხელისუფლებას ,,დემოკრატიულად გადააყუდებენ,,
...... თორემ სინამდვილეში ეგენი( და მათ გვერდზე მდგომებიც, უკლებლივ ყველა), აქ ხალხს რომ ჭირივით ეზარება, ეგ თვითონაც კარგად იციან..
.ესენი მხოლოდ დასავლეთზე(პატრონებზე) აკეთებენ აქცენტებს, ვინც 9 წელი მაგათ საგმირო საქმეებს ,,დემოკრატიულად,, უპრავებდა
ისე იქცევიან ვითომ ის ,,დემოკრატიული ცხრა,, წელი --ანუ ,,მოჩუხჩუხე დემოკრატია,, საქართველოში არ ყოფილა...
ხოოდა ..... იყვირონ და იჩხავლონ ეხლა ამათ პატრონებიანად
თან ნახეთ ,, მეგობრების,, დასანახად როგორ აქტუალურ და განმგმირავ ლოზუნგებს იყენებენ----ამათზე იძახიან პუტინის რეჟიმიაო
ანუ დასავლეთს რადგან პუტინზე აკრეფილი აქვს...უფრო აქტიურად დაგვჭერენ მხააარსო...
ისე კი ..... ამათ კიდევ ჩვენ რომ დაგვიძახონ არ შეიძლებაააა?? იმ ე.წ. ,,დემოკრატიულ დასავლეთს,, ხომ დავანახებთ სინამდვილეში რაც ხდება, ლაპარაკით რაც უნდა ილაპარაკონ, მეორე მხარეს მინიმუმ 50 ჯერ მეტ ხალხს ხომ დაინახავენ?/
მერე რაღა დედიმათისას იტყვიან?/
ვინც კი მიშას ნაყიდი ყავს, ყველა ,,დემოკრატიულად აკრიახდა,,
აბა ესე როდემდე უნდა გაგრძელდეს.......ესენი მაინც არ მოისვენებენ
ან ასეთ პირობებში არჩევნებს როგორ ჩააატარებენ?? ...ან ამ აყალმაყალს როდემდე გაუძლებენ?/
ისე კი ამათ ხალხმა 5 წლის წინ ნაღდი დიაგნოზი დაუსვა .... დებილები, დებილები არიან---- ტრიალ მინდორზე შარი აიკიდეს...