ინგრედიენტები
მარილი - რამდენსაც შეიწოვს
ლიმნის წვენი - მარილმა რომ შეიწოვოს იმდენი
მომზადების წესები
ლიმნის წვენის მოსხმა ყოველთვის არ არის სასურველი და ეს რეცეპტი სწორედ იმ შემთხვევისთვისაა, როდესაც კერძის დასველება (შემწვარი თევზი, საფანელში მომზადებული რაიმე სხვა ზღვის ნაწარმი ან ხორცი) არ გინდათ.
აიღეთ წვნიანი ლიმონი, გამოწურეთ მისგან წვენი (შეგიძლიათ რამდენიმე ლიმონიდან გამოწუროთ) და შეურიეთ მარილს ისე, რომ კარგათ შეიწოვოს.
მარილი გააშრეთ ან მზეზე, ან ნელ ცეცხლზე და შედეგად მიიღებთ ლიმნის გემოს უბრალოდ მარილის მოყრით. შეგიძლიათ გამშრალ მარილში შეურიოთ სხვადასხვა საკმეველი, მწვანილი და ა.შ.