რუმინეთის სანაპიროსთან გადაბრუნდა გემი „The Queen Hind“, რომლითაც 14 000 ცხვარი გადაჰყავდათ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კატასტროფა შავ ზღვაში, ქალაქ კონსტანტასთან მოხდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ეკიპაჟის 22-ივე წევრი გადაარჩინეს. ერთ-ერთი მათგანი ჰიპოთერმიის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახლა მიმდინარეობს ოპერაცია ცხოველების გადასარჩენად. მაშველებმა ხმელეთზე ამოიყვანეს ცხვრები, რომლებიც ზღვაში ცურავდნენ, თუმცა შიშობენ, რომ ცხოველების უმეტესობა დაიხრჩო.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყება.