იტალიის ქალაქ ტურინთან საავტომობილი ხიდი ჩაინგრა. 50-მეტრიანი სიგრძის ხიდის ჩანგრევის მიზეზად გადაუღებელი წვიმა და მისგან წარმოქნილი მეწყერი სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. შემთხვევის გამო ხიდამდე მიმავალი საავტომობილო გზები დროებით ჩაიკეტა.
წყალდიდობაა საფრანგეთშიც, სადაც სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.