ცხარე ბადრიჯნის კონსერვი

ცხარე ბადრიჯნის კონსერვი

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 3 ცალი

ნიორი - 3-5 კბილი

ცხარე წიწაკა - 4-6 ცალი

ბულგარული წიწაკა - 3-4 ცალი

ზეთი - 1 ჭიქა

ძმარი 9% - 0,5 ჭიქა

მომზადების წესები

მოაჭერით ბადრიჯანს ყუნწი და მოათავსეთ მთლიანად 5-7 წუთი ადუღებულ წყალში. ისინი უნდა დარბილდეს. 3 წუთის დუღილის შემდეგ შეამოწმეთ დანით, თუ რბილია, ამოიღეთ წყლიდან.

გააცივეთ მოწალული ბადრიჯნები და დაჭერით თხელ მოგრძო ნაჭრებად. დაბრაწეთ ზეთში და მოათავსეთ ჯამში.

მოამზადეთ სოუსი:

ნიორი, ცხარე წიწაკა და ბულგარული გაატარეთ. დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, ძმარი და ზეთი. ქილაში მოათავსეთ ბადრიჯნის 4-5 ნაჭერი, ზემოდან მოასხით 1 ჩ/კ სოუსი, შემდეგ კვლავ ბადრიჯანი ჩადეთ და ასე შემდე... სანამ ქილა მთლიანად არ გაივსება. მჭიდროდ ჩაპრესეთ, რომ წვენი ზემოთ ამოვიდეს და დაფაროს ბადრიჯანი.

დააფარეთ თავსახური და ჩადგით ადუღებულ წყლიან ქვაბში. ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ მოხუფეთ და გააჩერეთ გასაცივებლად.