ინგრედიენტები
ყაბაყი, საშუალო ზომის - 3 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
საფანელი - 1 ჭიქა
ფქვილი - 0,5 ჭიქა
პარმეზანი, გახეხილი - 0,5 ჭიქა
ოხრახუში - 3-4 ღერი, დაჭრილი
მომზადების წესები
ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ჩხირებად.
მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ამოვავლოთ ჯერ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, საფანელში და გახეხილ ყველში.
შევწვათ კარაქში.