(იბეჭდება შემოკლებით)
ოტია იოსელიანი (მწერალი):
„ამ დასაქცევ მთავრობას ბარემ ტყვია ესროლა შიშველი ხელებით მყოფი ხალხისთვის“.
გიგა ლორთქიფანიძე (რეჟისორი):
„მომხდარს 9 აპრილს ვადარებ, თუმცა, 9 აპრილი ამისგან განსხვავებით ანგელოზის დღე იყო, რადგან მაშინ ხელისუფლებაში არ იყვნენ სააკაშვილები, ბოკერიები, პოლიცია კი ხალხის გვერდით იდგა“.
პაატა ზაქარეიშვილი (კონფლიქტოლოგი):
„საქართველოში ბოლშევიკური დიქტატურა დამყარდა. ამ მოვლენას 9 აპრილსაც კი ვერ შევადარებთ - როდიონოვი, სააკაშვილთან შედარებით, უფრო ანგელოზი ყოფილა“.
გოგა ჟვანია (ზურაბ ჟვანიას ძმა):
„როდიონოვის ჯარებს დაემსგავსნენ ქართველი სპეცრაზმელები“.
გია ბურჯანაძე (მსახიობი):
„ამ ბიჭებს ალესილი ნიჩბები აკლდათ, თორემ დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს, რაც 9 აპრილს იყო.
9 აპრილს რუსის ჯარმა ვერ შეაჩერა ხალხი და ახლა შეაჩერებენ ქართველ ხალხს? ეს შეუძლებელია“.
ირაკლი წერეთელი (პოლიტიკოსი):
„დღისით მშვიდობიან დემონსტრაციას მხოლოდ სულელი თუ დაარბევდა. ეს არის წამგებიანი თავად ხელისუფლებისთვისაც.
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ქართველი ერის გამძლეობას სცდის“.