უკრაინაში, ოდესის სანაპიროსთან ნავთობპროდუქტებით დატვირთული ტანკერი „Delfi“ მეჩეჩზე შეჯდა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება, რომლის დროსაც გემს ღუზა მოწყდა, დინებამ კი ის ნაპირამდე მიიყვანა. შედეგად შავ ზღვაში ნავთობროდუქტები ჩაიღვარა: წყალში მათმა შემცველობამ ნორმას უკვე 50-ჯერ გადააჭარბა, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად ბორტზე არც ნავთობი და არც საწვავი არ იყო.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოდესას შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.