გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებ

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებ

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დონალდ ტრამპის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ის ექს ვიცეპრეზიდენტმა დებატებისას განაცხადა

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.