„დიადიდან სასაცილომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია“, - ამ დღეებში ჩვენი საზოგადოება აქტიურად განიხილავდა, რისთვის დასჭირდა პატრიარქ ილია მეორეს ნაპოლეონის ამ ცნობილი ფრაზის გახსენება ქადაგების დროს. ხომ არ იყო ეს მინიშნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, რომ დროის წამზომი ჩართულია.
ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ სისტემაზე უარის თქმამ სიტუაცია ისე დაძაბა, რომ, გავრილოვის ღამის ანალოგიურად, საზოგადოება ქუჩაში გამოსული აღმოჩნდა. 18 ნოემბრის ბოქლომების ღამეს, საბედნიეროდ, რეზინის ტყვიები არ გავარდნილა, მაგრამ ნოემბრის სუსხში წყლის ჭავლის გამოყენება, „რობოკოპების“ გამოჩენა და აქციის მონაწილეების დაკავება სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში აბსოლუტურად მიუღებელია. ისიც ცხადია, რომ „ნაციონალები“ ამ ყველაფრის ავანგარდში მოექცეოდნენ, მაგრამ „ნაციონალთა“ ინტერესზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს საზოგადოებაშიც გაჩნდება კითხვები, რატომ წაიღო ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით გამოცხადებული პროპორციული სისტემა უკან? რამდენად ღირსეული საქციელი იყო ერთხელ უკვე დაპირებულის გადათქმა „ქართული ოცნების“ მხრიდან?
ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
„ნაციონალური“ მმართველობისგან შეშინებულ ადამიანებს გაუჩნდათ დეჟავუს განცდა, თითქოს ყველაფერი მეორდება და, 2003 წლის მსგავსად, „ნაცმოძრაობა“ 23 ნოემბრისთვისაც შეეცდება რევოლუციის მოწყობას. რა შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 20 ივნისის შემდეგ წყალობასავით გაიღო პროპორციული სისტემა, შემდეგ კი უკანვე წაიღო ეს სიტყვები და გაერთიანებული ოპოზიცია დარაზმა მის წინააღმდეგ?
- ჩემი აზრით, აქ ტერმინი „შეცდომა“ არაზუსტია, რადგან შეცდომა ნიშნავს, რომ ადამიანს ჰქონდა ერთი ჩანაფიქრი და მის ჩანაფიქრს სულ სხვა შედეგი მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი კი არასდროს არ ყოფილა არჩევნებში დამარცხება. ივანიშვილისთვის ეს გამორიცხულია. თუ მაინცდამაინც შეცდომებზეა საუბარი, შეცდომები მან დაუშვა ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 2-3 თვეში, როდესაც სამართლებრივი შურისძიება არ აირჩია. კერძოდ, მეტი დამაჯერებლობისა და ობიექტურობისთვის მას შეეძლო უცხოეთიდან გამომძიებლების ჩამოყვანა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ანატომიის გასამართლება. ეს ივანიშვილმა არ გააკეთა და თვალი დახუჭა ძალზე პრიმიტიულ, ნახევრად ველურ შურისძიებაზე, რომელიც თბილისში არ იგრძნობოდა, მაგრამ განსაკუთრებით იგრძნობოდა რეგიონებში. ბევრს დღეს აღარც ახსოვს, რა ხდებოდა რეგიონებში. „ოცნების“ მომხრეები, ანუ მღვრიე წყალში თევზის დამჭერები (და არა „ოცნების“ თანამოაზრეები, ან თანამებრძოლები) აცხადებდნენ, ამდენ ხანს „ნაციონალები“ ისხდნენ კაბინეტებში, ახლა ჩვენ უნდა შევიდეთ, მერე რა, რომ მათ კიდევ სამი წელი კონსტიტუციით აქვთ ვადა. მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებში პროვინციებში ვადა ზოგს ორი-სამი წელი ჰქონდა. თუმცა არავის აცალეს ამ ვადის გასვლა და ყველანი კეტებით გამორეკეს. ლოგიკა მარტივი იყო, ჩვენ იმიტომ კი არ ვომობდით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომ ისევ ქუჩაში ვიყოთ და ეგენი ისხდნენ კაბინეტებში, ახლა ჩვენ უნდა შევიდეთ კაბინეტებში. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი ვიცე-სპიკერი, ქალბატონი მანანა კობახიძე ნიანგის ცრემლებს როგორ ღვრიდა, ჩვენ არ მოგვწონს ასეთი საქციელი, ეს ველურობაა, მაგრამ რა ვქნათ, ამ ხალხსაც უნდა გავუგოთ, რადგან მათ ძალიან ბევრი წყენა აქვთ. სინამდვილეში, იმ ხალხს თანამდებობები უნდოდა.
შესაძლოა, იმ პერიოდში „ოცნების“ ბევრ აქტივისტს თანამდებობა უნდოდა, მაგრამ დღესაც აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ სწორედ ძალოვან სტრუქტურებში მოკალათებული ყოფილი „ნაცები“ გახდებიან „ქართული ოცნების“ მესაფლავენი.
- დიახ, ძალოვანებში სულ „ნაციონალები“ არიან. აბა, ახლა 2-3 წელიწადში ახალ კადრს ვინ მოამზადებს? ამას ვერ მოამზადებს სორბონა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ცენტრი, ვერ მოამზადებენ მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები. ჩვენი კერძო „ნუცას სკოლები“ მოამზადებენ კადრებს? ამიტომ პროკურატურაში დარჩნენ ძველი პროკურორები, სასამართლოში დარჩნენ ძველი მოსამართლეები და ძალოვანებშიც „ნაცები“ დარჩნენ.
ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ 18 ნოემბერს მომიტინგეები სპეცრაზმს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებდნენ, როგორც ეს დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებში ხდება. გავრცელდა მამა ნექტარიოს მჭედლიძის შეფასება, რომელსაც ნიღბიანები თურმე ეუბნებოდნენ, ილოცე ჩვენთვის, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანან და როგორ უნდა ავწიოთ მათზე ხელი?! მამა ნექტარიოსის თქმით, მან ცრემლები ნახა სპეცრაზმელების თვალებზე და დაასკვნა, რომ სპეცრაზმელების მეთაურები იყვნენ აგრესიულები, თორემ უბრალო სპეცრაზმელები ხალხს თანაუგრძნობდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად პროპორციული იყო სპეცრაზმელთა რაოდენობა, რომლებიც აღემატებოდნენ მომიტინგეებს?
- მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე მეტნი იყვნენ კოსმონავტების ფორმაში გამოწყობილი სპეცრაზმელები. ეგენი რომ ერთ დღეს მიიყვანო და საოკუპაციო ხაზთან გაამწკრივო, მე მგონი, რუსი ჯარისკაცები ვერც გაბედავენ მავთულხლართების გავლებას. რაც შეეხება ხალხის მხარეს სამართალდამცავების გადასვლას, ეგენი ხალხის გვერდით არ დადგებიან. აქციის ერთი მონაწილე იძახდა, აი, იტალიაში რა გააკეთეს სამართალდამცავებმა, ხალხის გვერდით დადგნენო. იტალიაში სულ სხვა სპეცრაზმია, იტალიაში სხვა პოლიტიკური კულტურა და სხვა ფასეულობები აქვთ პოლიტიკოსებსაც და სპეცრაზმელებსაც. ჩვენი სპეცრამზელი, რომელიც დამიზნებით პატარა გოგოს თვალში ესვრის, როგორ შეიძლება, შევადაროთ იტალიელ, ფრანგ, ან ინგლისელ სპეცრაზმელს?! გამოქვაბულიდან გამოსული ადამიანი შეიძლება, ინგლისელ ლორდს შევადაროთ?!
ქართველებს ამხელა ტრადიცია და ისტორია გვაქვს და ვერ ვიტყვით, რომ ველური ხალხი ვართ, მაგრამ რით აიხსნება, რომ „ნაციონალებიდან“ მოყოლებული, სპეცრაზმელები ასე გამეტებით ესვრიან თვისტომთ? ეს მონური სინდრომით ხომ არ აიხსნება, რომ ხელმძღვანელის ნებისმიერ კანონიერ, თუ უკანონო ბრძანებას განუხრელად უნდა დაექვემდებარო და თვალში დაუმიზნო გოგონას? აქ მენტალობის პრობლემაა?
- ელემენტარულად, მთავარია განათლება. ეს გაუნათლებლობის ამბავია, ჩვენი სპეცრაზმელებისთვის გაუგებარია, რა არის დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის ნამდვილი უფლებები, ნამდვილი თავისუფლება. ზოგს თავისუფლება კარგი ცხოვრება ჰგონია და რატომღაც ფიქრობს, თუ შენ კარგი ხელფასი გაქვს, მშიერი არ ხარ, მეტი რაღა გინდა. მე ძალიან კარგად მახსოვს, თავის დროზე როგორ აკრიტიკებდნენ ზვიად გამსახურდიას, რა ჯანდაბა უნდა, რა დროს დამოუკიდებლობაზეა საუბარი, მილიონერია მამამისი, არაფერი აკლია, ტანსაცმელი, საკვები... ეს ლოგიკა დღესაც მუშაობს მაძღარ ხალხში. დარწმუნებული ვარ, იმავე სპეცრაზმელს ხელფასი ჩემზე მეტი, ანუ პროფესორზე მეტი აქვს. ქვეყანაში, სადაც რიგით პოლიციელს პროფესორზე მეტი ხელფასი აქვს, იმ პოლიციელს ვერ მოსთხოვთ ისე მოიქცეს, როგორც ევროპელი პოლიციელი მოიქცეოდა. ამის ნიშანი იყო კომუნისტების დროს, 9 აპრილს, ისიც იმიტომ, რომ ჩვენი მილიციელები ძირითადად ქართველი ბიჭები იყვნენ, ხოლო საპირისპირო მხარეს იდგა რუსული მე-8 პოლკი. დღეს კი ბარიკადების ორივე მხარეს ქართველები დგანან, ერთ მხარეს კმაყოფილი, ხელფასის მქონე, მაძღარი ქართველები, მეორე მხარეს კი უკმაყოფილი, მშიერი, უმუშევარი ქართველები.
ბოლო დროს რუსთაველზე გამართულ აქციებში ძირითადად „ნაციონალები“ ჩანან, ეკრანებიდანაც „ნაციონალები“ გვმოძღვრავენ, საზოგადოება, რომელსაც არ მოსწონს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სახლში გამოხატავს უკმაყოფილებას და აქციებზე ნაკლებად დადის. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების აღშფოთება რამდენად დიდია „ოცნების“ მიმართ?
- ვერაფერ არაბუნებრივს ვერ ვხედავ, თუ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. თუ დამნაშავენი იყვნენ „ნაციონალები“, მაშინ გარეთ რატომ არიან? ეს ხომ არალოგიკურია? ხომ ხედავთ, ოქრუაშვილს 14 წლის წინანდელი ამბები გაუხსენეს, თუმცა მთელი 8 წელი გამოძიება მიმდინარეობდა რობაქიძის ტრაგედიის შესახებ. თუ ასეა, მაშინ ყველანი დააპატიმრონ, ვინც დასაპატიმრებელია, ან დავანებოთ თავი დაპატიმრებას და მოვიქცეთ ისე, როგორც გერმანიაში მოხდა. გერმანიაში არავის მოსვლია აზრად, მმართველი პარტიის ყველა რიგითი წევრი დაეპატიმრებინა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი აუკრძალეს პოლიტიკაში მოღვაწეობა, აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი რამ რომ გაეკეთებინათ „ნაციონალებისთვისაც“ ცივილიზებული მეთოდებით, უფრო გასაგები იქნებოდა. ამის ნაცვლად „ოცნებამ“ მათ ხელი არ ახლო და არჩევნებში სტაბილურად მეორე ადგილზე გადის „ნაცმოძრაობა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიაზეა მორგებული საარჩევნო კანონი და ცესკო, ოპოზიცია მაინც გადის მეორე ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ სამართლიან არჩევნებში ოპოზიციურ პარტიას გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.
რაც ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამის მერე ჩემთვის კითხვები აღარ არსებობს. პირველი ტური, პრაქტიკულად, „ოცნებამ“ წააგო. ახლა რომ იძახიან, ჩვენ დამოუკიდებლები ვართო, ძალიან კარგად მახსოვს, რომ უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა სალომე ზურაბიშვილი და სხვა კანდიდატი სურდა, მაგრამ უცებ ერთ დღეში სუყველას შეუყვარდა ეს ზურაბიშვილი. რა, ერთ დღეში დაკარგეს დამოუკიდელობა?!
ფაქტია, 20 ივნისისგან განსხვავებით, 18 ნოემბრის აქციის დაშლა ბევრად უფრო ლმობიერი იყო. ამის მიუხედავად, 18 ნოემბრის აქციის დაშლა რა კვალს დატოვებს საზოგადოებრივ განწყობაზე, რაც უკვე არჩევნების ყუთთან აისახება?
- ნებისმიერ შემთხვევაში, გინდ მსხვერპლით იყოს, გინდ უმსხვერპლოდ, გინდ 18 კაცი დააპატიმრონ, გინდ 8 კაცი, საზოგადოების განწყობა აქციების ასეთი მეთოდით დაშლის შემდეგ უარყოფითია. ცხადია, აღმაფრთოვანებელი ვერ იქნებოდა რომის ლეგიონერების მსგავსი შეიარაღებული სპეცრაზმელების გამოჩენა, რომლებსაც თავზე რომაული ჩაფხუტები ეხურათ და ფარებზე ჯოხებს აბრახუნებდნენ. ჩვენ ისიც გვახსოვს, ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთი სისხლიანი აქციის შემდეგ იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ბეგაშვილი როგორ კოცნიდა სპეცრაზმელებს. ბეგაშვილი მერე ჩინეთში ელჩად გაგზავნა სააკაშვილმა. ნინო ბურჯანაძე მიყვებოდა, ამერიკაში ვიზიტად ვიყავი, როცა გავიგე, ჩინეთში ელჩად გაუგზავნია სააკაშვილს ბეგაშვილი, მიშას დავურეკე და ვკითხე, ეს რა ჰქენი, მიშამ მიპასუხა, განა შენ არ მითხარი, რაც შეიძლება შორს მოაშორე აქაურობას ბეგაშვილიო?! ახლაც რა გამოჩნდა? თალაკვაძემ იმით დაიწყო თავისი „სპიჩი“ შეთხელებულ ბიუროს სხდომაზე, საზოგადოებრივ პანაშვიდს რომ ჰგავდა და ყველას სახეები ჩამოსტიროდა, როგორ გადავრჩით, რა კარგი პოლიცია გვყავსო. ესეც დეჟავუა და იგივეა, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა. იყო დრო, როცა კოცნიდნენ სპეცრაზმელებს, 18 ნოემბერს კი მადლობას უხდიდნენ სპეცრაზმელებს წყლის ჭავლისა და დარბევისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო დარბევა. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, რასაც თურმე „ნაცები“ გვიმზადებენ, არა მგონია, ასეთი სულელები იყვნენ „ნაციონალები“. ხომ ნახეთ, 17 ნოემბერთან შედარებით, 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე იმის მეოთხედი, თუ მეხუთედიც არ მივიდა. ცოტა ხალხი იყო. ეს ნიშნავს, რომ მუხტი არ არის. ჩვენთან დღეს პირველი პრიორიტეტი მაინც შიმშილია.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.