ხაჭაპური მაწვნის ცომით

ხაჭაპური მაწვნის ცომით

ძალიან  მარტივად მოსამზადებელი ცომი, უგემრიელესი  ხაჭაპურისთვის.

ინგრედიენტები

ფქვილი - რასაც შეიზელს

მარილი - 1/4 ჩკ

სოდა - 1 ჩ/კ

მაწონი - 1 ქილა

კვერცხი - 2 ცალი

კარაქი ან მარგარინი - 250 გრ

გულსართი

ნაკლებმარილიანი ყველი - 1 კგ

მომზადების წესები

მოვათავსოთ ჯამში 2 კვერცხი, 250 გრ დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შევურიოთ ერთმანეთს და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მოვზილოთ სქელი ცომი. ცომი უნდა ვზილოთ დიდხანს, სანამ ხელიდან იოლად არ მოგვეცლება. შევდგათ მაცივარში 1 საათით

გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ  ჯოხით,  ჩავდოთ ყველის გულსართი და გამოვაცხოთ  ღუმელში  ან  ტაფაზე.