ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელმა იერიში ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რაც პასუხი იყო წინა დღეს ისრაელის მიმათულებით გაშვებულ რაკეტებზე.
სირიის საჰაერო ძალებმა ისრაელის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია, რომელთა შორისაც თელავივის ცნობით, იარაღის საწყობები და სამხედრო ბაზები იყო.