ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა და კონსერვატიული სახალხო პარტია EKRE-ს წევრმა ჰენ პილუაასმა განაცხადა, რომ რუსეთმა მისი ქვეყნის ტერიტორიების დაახლოებით 5%-ის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ზე დაწერა.
„ესტონეთის ტერიტორიის ანექსია არაფრით არ განსხვავდება ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიისგან"- წერს პილუაასი და იქვე აღნიშნავს, რომ ესტონეთს რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არა აქვს.
როგორც Deutsche Welle წერს, პარლამენტის სპიკერის აღშოთება რუსეთის საგარეოს ევროპული დეპარტამენტის დირექტორის, სერგეი ბელიაევის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტარტუს სამშვიდობო შეთანხმება ძალადაკარგულია.
ამ შეთანხმების მიხედვით, ლენინგრადის ოლქის კინგისეპისა და სლანცის რაიონები, ასევე პეჩორის მხარე, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის, ესტონეთის შემადგენლობაშია.