რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას ავღანეთში სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი წერს.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნდუზის პროვინციაში მოხდა. რადიკალები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.