საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლდა და რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა. თუმცა, რუსთაველზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადნენ სავალი გზის დაკავებას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილებთან ერთად რუსთაველის გამზირზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია 18–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან – გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და მისი მეგობარი გიორგი მონავარდისაშვილი. დაკავებულია „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომლიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დაკავებულია „მთავარი არხის“ ერთ–ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა.
რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც მოსახლეობას რადიკალიზაციისკენ ღიად მოუწოდებდნენ, არაოფიცალური ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ, გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით. ერთ–ერთი ვინც ღიად საუბრობდა აჯანყებაზე, არის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, რომლის ორგანიზებით მოხდა პარლამენტში ქვიშით სავსე ტომრების მიტანა, ასევე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი. არ არის გამორიცხული ბრალი წაუყენონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პრემიერ–მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, როდესაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს.
„ყველაზე რადიკალური მოწოდებებიც კი, როგორიცაა – „ხელისუფლების დამხობა“, „დავამათავრებთ“, „საყოველთაო დაუმროჩილებლობა“ და ა.შ. არის ძალიან ცუდი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი მოწოდებები გადადის ქმედებებში და ხდება პარლამენტის ბლოკირება, ბოქლომების დადება და პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფო მოვალეა, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს და აღკვეთოს უკანონობა.
ისინიც კი, ვინც მომიტინგეების გამართლებას ცდილობდნენ, აღიარებდნენ, რომ ეს ყველაფერი უკანონოა, სპეცრაზმი კი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, თუმცა მაინც ვიხილეთ მათზე თავდასხმა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თავმჯდომარის - ვაშაძის გაუგონარ ქმედებას ვუსვამ ხაზს, როდესაც ხელებს ურტყამდა სპეცრაზმელებს. ბუნებრივია, რომ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ რადიკალური პიკეტირება გაგრძელდება. მისივე თქმით, პოლიციის ძალით მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი.
„პოლიციის ძალით მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი და გამარჯვება პუტინის რუსეთში, რომელიც გააფორმა ივანიშვილმა. აი, ეს ხდება დღეს და ძალიან გული მტკივა იმ პოლიციელების ნაცვლად, რადგან ესენი არიან ბრმა იარაღი ივანიშვილის პირადი ინტერესების“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ასად დაუბრუნდება ეს ყველაფერი ივანიშვილს, რაც დათესა, ბევრად უარესს მოიმკის პერსონალურად. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციას ჰქონდა ბრძანება ისევ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების, რომ ივანიშვილის სამარცხვინო გუნდისთვის კომფორტი შეექმნათ და მშვიდობით შეეყვანათ პარლამენტში. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ბოკერიამ განაცხადა, რომ იგივე გეგმა ექნებათ.
„მოვუწოდებ ივანიშვილსა და მის ყველა პოლიტიკურ ქვეშევრდომს, რომელიც დაამცირა მან, აღადგინონ დიალოგი, დროზე მიიღონ ეს მოდელი და ეს იქნება პირველი ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლის. თუმცა, ივანიშვილი არაა მზად დიალოგისთვის, სწორედ მან შეწყვიტა დიალოგი, როცა გადააგდო საზოგადოება.
დაუბრუნდეს დიალოგს, მიიღოს პროპორციული სისტემა, გზა შეთავაზებული აქვს, ეს იქნება სიტუაციის განმუხტვა და შემდეგ იქნება დიალოგი. ამ ხალხს თუ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ როგორ „გაქაჩავენ“. წააგებენ მწარედ. რაც შეეხება ამ პიარ ნაბიჯს, დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა შეთანხმება დაარღვიეს. აღადგინონ ეს და შემდეგ დაიწყება რთული დიალოგი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამთავრობო შენობების პიკეტირება გაგრძელდება. როგორც დეპუტატი აცხადებს, რუსთაველის გამზირი ჩაკეტილია და იქ მოქალაქეებს, მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად არ უშვებენ.
„ასეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ, აქ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ასეთი სისასტიკე. ეს არის გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი პროცესის. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება და მერე გვითხრეს, რომ თუ ამას გააპროტესტებთ, მერე დაგერევითო.
წყლის ჭავლის არ ეშინიათ და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის, არც რეზინის ტყვიების და არც ტყვიების. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველო არ იქნება რუსეთის მსგავსი ქვეყანა და არ იქნება რუსეთის ნაწილი, რაც სურს ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე თვლის, რომ ივანიშვილის მთავარი მიზანია მიტაცებულ სახელმწიფოს მიხედოს, ისე რომ მას არავინ ხელი არ შეუშალოს.
„ივანიშვილი სრულ პანიკაშია და ადეკვატურობის განცდა საერთოდ დაკარგა. არავის აზრი მას არ აინტერესებს, დღეს ეს საშინელი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ხალხი შეეშინებინა და სამწუხაროდ მას არ ეყო ტვინი, რომ ამით უარეს შედეგს მიიღებს, რადგან საკუთარ ხალხს ასე ცუდად ექცევა.
უამრავი ხალხი მოდის აქციაზე და ორივე შემოსასვლელი ჩაკეტილია. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს მიეცემა აქ მოსვლის შესაძლებლობა, ვისაც ამის სურვილი აქვს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, რამდენიმე ელჩმა პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი რამ მათ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულეს.
„მთელი ეს დღეები მივმართავთ თალაკვაძესა და სხვებს, რომ დიალოგი შედგეს ე.წ. გერმანული მოდელთან დაკავშირებით, რომელიც არის გამოსავალი ყველასთვის. ხელისუფლებამ დღეს გამოაცხადა, რომ დაკეტა თემა და ახლა ცდილობს როგორმე მთელი ოპოზიციური სპექტრი წარმოაჩინოს კანონდამრღვევ ბანდიტებად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მონდომების შემთხვევაში, სამ კვირაში „გერმანული მოდელის“ ცვლილებები შეიძლება იყოს კოდექსში იურიდიულ ძალაში შესული.
„ე.წ. გერმანული მოდელის შინაარსის გარდა, ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, 76 ხმა რომ არის საჭირო. რამდენიმე ელჩმა პირდაპირ მითხრა, ასეთი რამე რომ მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში, უმრავლესობა დაიშლებოდა, რადგან მათ მნიშვნელოვანი დანაპირები ვერ შეასრულა. ახალს არაფერს ითხოვენ, ითხოვთ მმართველი გუნდის მიერ ნათქვამი სიტყვების შესრულებას. ამ შესრულების გზაც ჩვენ მოვუტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ოპოზიციამ მოიფიქრა გამოსავალი. სწორედ „გერმანული მოდელი“ იყო ივანიშვილისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა“, –აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა ხალხი, საერთოდ არ იქნებოდა რუსთაველზე აქციები. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია დგას დღეს ერთად.
„ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით, თურმე რა კარგად დაუშლიათ აქცია. კი ბატონო, ძალიან პროფესიულად დაშალეს და ამით ვიყოთ ბედნიერი და იმით, რომ თვალი არ დაგვთხარეს?! დალაპარაკებით რომ დაგვლაპარაკებოდით თქვენ და თქვენი მონები?! ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობს და ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი. ტყუილს ამბობს ხელისუფლება, ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
ყველა უნდა დადგეს არა რომელიმე პარტიის, არამედ იმისთვის, რომ არჩევნებმა არ დაკარგოს აზრი და დიპლომატებმა ეს იციან ძალიან კარგად. თუ ასე გაგრძელდა და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველას იგნორირება დიპლომატების, საერთაშორისო საზოგადოების, ოპოზიციის, მაშინ არჩევნები აზრს დაკარგავს. დიპლომატები ეთანხმებიან იმას, რომ დიალოგი აუცილებელია“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ პროვოკაციულ მოთხოვნებს უყენებს, რომლის თეორიულ გათვალისწინების შანსიც არ არის. მდინარაძემ ამის მაგალითად ოპოზიციის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების მოთხოვნა მოიყვანა.
„შეიძლება ცუდიც იყოს, რომ რაღაც კონკრეტული საკითხი ისე ვერ გადაწყდა, როგორც ეს დააანონსა მმართველმა გუნდმა, უნდა ვიყოთ რეალისტურები, ობიექტურები და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ პოლიტიკური პროცესის გადატანა და ამასთან დაკავშირებული იმგვარი სპეკულაციები, რაც გვესმის, არის ყოველად წარმოუდგენელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რასაც ჩიხში შეჰყავს პროცესები. შეგნებულად და პროვოკაციულად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომ მისი თეორიული გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს.
მაგალითად, გერმანულ მოდელზეა საუბარი და ისინი გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 77–ს, გვიმტკიცებენ, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს საქართველოში და თურმე შეგვძლებია ამ მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და არ გვცოდნია. საკუთარი მოქალაქეების და იმ ადამიანების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ პარლამეტის გადაწყვეტილებას, ასე სპეკულაციურად მოტყუება არ მგონია სწორი იყოს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხოხ, რას ფუთ-ფუთებს ევროპის თავშესაფრებში მიჰას მრევლი!
კინოა, თუ ცირკია, თუ...
ვისი ფაიტონი,ვის გარაჟია და ვის, ვისი დისტანციური პულტი უჭირავს ხელში, ვერ გავიგე...
მარტო ის გავიგე, რომ ფულის სიყვარული, აღუწერლად ასაზიზღრებს ადამიანებს!
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.