„თუ ოპოზიცია დღეს მოინდომებს 2003 წლის სცენარის განმეორებას, ეს იქნება კატასტროფა“

„თუ ოპოზიცია დღეს მოინდომებს 2003 წლის სცენარის განმეორებას, ეს იქნება კატასტროფა“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ სიტუაცია ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. მისი თქმით, საზოგადოებაში მუხტი არსებობს, მაგრამ ეს მუხტი რომ მოქმედებაში მოვიდეს, მას სხვა დეტონატორი სჭირდება და არა ის, რაზედაც დღეს მიდის საუბარი. მისი თქმით, საზოგადოებაში ასეთი კრიტიკული მასა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ 2003, ან 2012 წლის სცენარი გაიმეოროს, არ არის, მაგრამ თუ ოპოზიცია ამას ვერ გათვლის და პროეცესს დააჩქარებს, ასეთ შემთხვევაში, კისერს წაიტეხავს.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩავარადა, უმრავლესობა დატოვა 9 დეპუტატმა. პარლამენტს გართ იმართება საპროტესტი აქცია, პარლამეტის გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ სურათი, როდესაც განსახვებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პარტიები ერთად დადგნენ და აცხადებენ: „ბიძინამ გადააგდო ხალხი და ხალი გადააგდებს ბიძინას“. რა პროცესს ვაკვირდებით და როგორ განვითარდება პროცესები?

ვახტანგ ძაბირაძე: ვნახავთ როგორ განვითარდება პროცესები. გასაგებია, რაც მოხდა. „ქართულ ოცნებას“ არასოდეს არ უნდოდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. იმ პერიოდში, როდესაც ეს განცხადება გააკეთა ივანიშვილმა, გარკვეული საზოგადოებრივი მღელვარება იყო და პოლიტიკური ფერი მოაშორა ამ მღელვარებას, ჩააცხრო, როდესაც თქვა, რომ იქნება პროპორციული არჩევნებიო. როგორც ჩანს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ხელისუფალისთვის ასე იყო.

90–იან წლიდან მოყოლებული დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის ცვლილება. გამონაკლისი იყო 1994–95 წლები, როდესაც საარჩევნო სისტემა სხვაგვარი იყო, როგორც პარლამენტი. მართალია ჭრელი, მაგრამ იმ ურთულეს სიტუაციაში შეძლო ქვეყნის გამოყვანა სამოქალაქო ომიდან, კრიზისიდან, ინფლაციიდან და რაღაცა შედეგამდე მივიდა. შემდეგ ისევ აღადგინეს შერეული სისტემა.

როცა ითქვა, რომ ჩატარდება პროპორციული არჩევნები და თანაც ნულოვანი ბარიერით, მაშინ გაჩნდა ასეთი სურვილი, რომ თითქოს იცვლებოდა რაღაცა მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ პარლამენტი ნულოვანი ბარიერით არჩეულიყო, იქნებოდა ჭრელი და გაცილებით დემოკრატიული, ვიდრე დღევანდელი, ან ნებისმიერი სხვა ხელისუფლების პირობებში ყოფილა პარლამენეტი. როგორც ჩანს, ბოლომდე ამაზე არ წავიდა ივანიშვილი და ჩათავალა, რომ როგორმე აღედგინა ეს სისტემა.

როგორ უნდა მომხდარიყო ამ სისტემის აღდგენა? – თვითონ გამოსვლით ვერ გამოვიდოდა და ვერ იტყოდა, რომ ახლა აღარ მინდა და ამიტომ ძალიან მარტივად მოხდა მაჟორიტარების ხელით.

შემდეგი პროცესი შემიძლია გითხრათ – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, არც ერთი ის ადამიანი არ მოხვდება, ვინც თავი შეიკავა, ან საწინააღმდეგოდ მისცა ხმა პროპორციულ არჩევნებს. „ქართულ ოცნებაში“ ყალიბდება ე.წ. გუნდი, რომელიც შესაძლოა, ყველაფერზე წამსვლელი იყოს – გუნდი, რომელიც იქნება 2016 წლის საარჩევნო სიაში.

რომ დავაკონკრეტოთ, ყველაფერზე წამსვლელებში ვის გულისხმობთ, კობახიძემდინარაძეს?

– ყოველ შემთხვევაში, თუ ყველაფერზე წამსვლელი არა, მორჩილი უმრავლესობა იქნება, რომელსაც გასაპროტესტებელი არ ექნება არაფერი. მაგრამ ეს უმრავლესობა არჩევნებზე პროგრესული მხრიდან უნდა წარმოჩნდეს. ამიტომ ისინი ვერ იქნებოდნენ წინააღმდეგი, უნდა ყოფილიყვნენ მომხრე, რომ შეინარჩუნონ თავისი პოლიტიკური იმიჯი, რომ ისინი მომხრე არიან პროპორციული არჩევნების და აი, მაჟორიტარებმა, ამ ცუდმა ადამიანებმა ახლა გამოიდეს თავი, რომლებსაც არც ერთი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოუცხადებიათ პროტესტი, ახლა გამოაცხადეს. აი, ეს სცენარი თამაშდება და „ქართული ოცნება“ ნელ–ნელა ყალიბდება ძალიან შეკრულ გუნდად. ნელ–ნელა მოიშორეს ყველა, თუმცა, შესაძლოა, დაშლის პროცესი გაგრძელდეს.

ანუ, ფიქრობთ, რომ ის, რაც ახლა ხდება, გათამაშებული პროცესია?

– მაჟორიტარების პროტესტი არის გათამაშებული ბიძინას მიერ.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აწყობდეს ივანიშვილს ამ სცენარის გათამაშება, მაშინ, როცა ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა თავად?

– აქაც კლასიკური შემთხვევა არის. ხელისუფლება კარგავს მხრადაჭერას მოსახლეობაში და როცა არ აქვს შანსი იმისა, რომ დაკარგული ამომრჩეველი დაიბრუნოს, მაშინ მისი საყრდენი არის არა ხალხი, არამედ ძალოვანი სტრუქტურა და იწყება ძიება იმისა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ძალა–უფლება. ამიტომაც ვერ ერევიან ამ საარჩევნო სისტემას, რომელსაც თავისი მინუსებიც აქვს. უბრალოდ საქე ის არის, რომ ჩემი შეფასებით, საზოგადეობა კრიტიკულ მომენტამდე არ არის მისული. ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ კრიტიკული მასა ჯერ არ არის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ჩქარობდეს სიტუაციის გამწვავებას და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიდიოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ.

ვიცით რა შემთხვევაში იგეგმება ვადამდელი არჩევნებიბიუჯეტის ჩაგდება და მთავრობის არ დამტკიცება, არც ერთი ეს პროცესი ჯერ არ გვაქვს...

– მთავრობა გადადგება, ვერ დაამტკიცებენ ახალ მთავრობას.

ამ პროცესამდე მიჰყავს ივანიშვილს პროცესები?

– მე არ ვიცი. დღემდე ვთვლიდი, რომ არარეალური იყო, მაგრამ დღეს უკვე რეალურია ვადამდელი არჩევნები, რადგან, თუ ამ სიტუაციაში ჩატარდება არჩევნები, არჩევანი იქნება ძირითადად ორ პოლიტიკურ ძალას შორის – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის. ამის იმედი აქვს ივანიშვილს. თუ არჩევანი ორ პოლიტიკურ ძალას შორის ჩატარდა, ამომრჩეველი მას დაუჭერს მხარს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაძლოა ამ კარტის გათამაშება მიდის. არც ის არის გამორიცხული, რომ პროცესი გაგრძელდეს და არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს. კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ალბათობა არის, არც ისე მაღალი, მაგრამ მაინც არის.

უმრავლესობის დაშლა არაა სამართლებრივი საფუძველი ვადამდელი არჩევნებისთვის?

– არა, უმრავლესობის დაშლა არ არის საფუძველი. პარლამენტმა უნდობლობა უნდა გამოუცხადოს ხელისუფლებას, ვერ დაამტკიცოს ახალი მთავრობა, ამ პროცესში ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

დღეს ივანიშვილს აწყობს ვადამდელი არჩევნების ჩატარება?

– დღეს, არ ვგულისხმობ ხვალ, ან ზეგ. ვგულისხმობ ერთი, ან ორი თვის შემდეგ, ან გაზაფხულზე, აწყობს იმდენად, რამდენადაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დღეს არ არის ჩამოყალიბებული. მესამე გუნდი ვერ შეიკრა. ამომრჩეველი ჰყავს „ოცნებას“, ისევე როგორც „ნაცმოძრაობას“, მაგამ არის კიდევ ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც არც ერთ ამ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს. თუ პროცესი გადავა ოქტომბრისთვის, რაღაცა ჩამოყალიბდება, ასე არ იქნება. ამიტომ ჯობია ახლა გადადგან ეს ნაბიჯი და არ დაელოდონ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც ჩანს, ისინი დააკვირდებიან პროცესს, ისევე როგორც დააკვირდებიან ოპოზიციის ქმედებას, რამდენად შეძლებენ მიზანმიმართულ და გონივრულ ქმედებას. ძალიან ბევრი რამეა ოპოზიციაზე დამოკიდებული. თუ ოპოზიცია დღეს მოინდომებს 2003 წლის სცენარის განმეორებას, ეს იქნება კატასტროფა.

მაგრამ ის, რაც დღეს უმრავლესობაში ხდება, ძალიან გაქვს 2002 წელს პარლამენტში მომხდარ გადაჯგუფებას, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ გაიყო, დაიშალა. დაახლოებით ეს პროცესი მიდის. არა მთალად იდენტური, მაგრამ დაახლოებით. ეს არის დღევანდელი რეალობა და როგორ განვითრდება მოვლენები, ვნახოთ, დავაკვირდეთ. ზუსტი პროგნოზირება, რომელი პარტია რას გააკეთებს, რთულია. თუ ოპოზიცია არ მისცემს საბაბს ვადამდელი არჩევნებისას, მაშინ ეს პროცესი ნელ–ნელა ჩაიხშობა. არის კიდევ მეორე ვარიანტი და ნახეთ რა ხდება, მოკლედ ამ აჯანყებულ გუნდს მოიშორებენ, ერთ–ერთი ვარიანტი ეს იქნება აუცილებლად.

თუკი იმ ვერსიას გავყვებით, რომ ივანიშვილს პოლიტიკურად ხელს აძლევს უმრავლესობის ასე დაშლა, გამორიცხავთ, რომ ამ უმრავლესობამ შექმნას ახალი ფრაქცია, რომელიც დაფინანსებას ისევ ივანიშვილისგან მიიღებს და სწორედ ამ უმრავლესობაზე იქნება 2020 წელს ივანიშვილი დამოკიდებული?

– შესაძლოა, არ გამოვრიცხავ. ჯგუფი, რომელიც გამოეყო უმრავლესობას, პოლიტიკურად საკამაოდ ნორმალური და სანდომიანი ჯგუფია, მაგრამ გარდა იმისა, რომ აქვთ ფინანსები, სხვა რა ბერკეტი აქვთ, რომ ასეთი მძლავრი პოლიტიკური ჯგუფი შექმნან? არ ვიცი რას გააკეთებენ, ამ ეტაპზე რთულია ამის თქმა.

ნელნელა იშლებაქართული ოცნება“, საით მიდის პოლიტიკური პროცესი – 2003 წლის რეპეტიცია მიმდინარეობს დღეს?

– ჩემი შეფასებით დღეს საზოგადოებაში ასეთი კრიტიკული მასა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ 2003, ან 2012 წლის სცენარი გაიმეოროს, არ არის. ჯერჯერობით არ არის ამისთვის მზად საზოგადოება. თუ ოპოზიცია ამას ვერ გათვლის და დააჩქარებს პროეცესს, წაიტეხავს კისერს. ნახეთ რა პარადოქსული სიტუაცია არის დღეს - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი, ვიდრე 2012 წელს ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ოპოზიციას ჰყავს გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი, ვიდრე 2012 წელს ჰყავდა გაერთიანებულ ოპოზიციას. იმიტომ, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული ამომრჩეველი არ მივიდა ოპოზიციასთან. ის ელოდება მესამე ძალას და თუ ამ პრობლემას გააცნობიერებს ოპოზიცია, იმაზე კი არ იფიქრებს ძალა–უფლება როგორ ჩაიგდოს ხელში, არამედ იმაზე იფიქრებს, ხელისუფლების ცვლილება ნორმალურად, არჩევნების გზით განახორციელოს, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ თუ პროცესს დააჩქარებს, მაშინ არ ვიცი რა იქნება. ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ის შეცდომა, რაც 2007 წელს დაუშვა მაშინდელმა ოპოზიციამ, როცა საზოგადოება არ იყო მზად და გადაწყვიტა, რომ მზად არის და დაიწყო პერმანენტული აქცია.

როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს ოპოზიცია ქუჩის აქციებს? გიგი უგულავა ამბობს, რომ აჯანყება არის ხალხის კანონიერი უფლება. რადიკალიზაციაზე მიდის ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლებას რამდენად გაუჭირდება პროცესების მართვა, რომ არ გაიმეოროს 20 ივნისის შეცდომა?

– 20 ივნისის შეცდომა არ უნდა გაიმეოროს ოპოზიციამ. ტყუილია იმის თქმა, რომ ოპოზიციას შეუძლია საპროტესტო მუხტის შენარჩუნება. როცა საზოგადოებაში ყალიბდენა განწყობა, მაშინ ჩნდება ოპოზიციის შანსი, რომ ეს განწყობა გამოიყენოს. კი არ შექმნას, - გამოიყენოს. ოპოზიციამ უნდა შეაფასოს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება, არა იმისთვის რა რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“, არამედ იმისთვის, რისთვის არის მზად დღევანდელი საზოგადოება. თუ არის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა პერმანენტული აქციისთვის, მაშინ შესაძლოა ეს ნაბიჯი გადადგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ იმას, რაც მიიღე 20 ივნისს და რა მიიღო მაშინდელმა ოპოზიციამ 2007 წელს. ეს თუ ვერ გააკეთეს, მაშინ არც არაფერი გამოვა.

ამ პროცესმა შესაძლოა გამოკვეთოს მესამე პოლიტიკური ძალა?

– ამის მოლოდინი არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. ამომრჩევლში არის მოლოდინი, იძახის, რომ არ მინდა არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ვინ სხვა? – ეს „ვინ“ უნდა შეივსოს და ეს „ვინ“ – ჯერ არ გამოჩნდა, რაც არის პრობლემა.

სერმინე ნ ეტა, მართლა თუ თვლის ბატონი ძაბირაძე ამ მასას ოპოზიიციად.
5 წლის უკან
სოციალისტი ძაბირაძე სტუდენტობიდან სამარცხვინო ბერძენიშვილების თანამოაზრე და იდოლოგიური მეგობარი იყო.
5 წლის უკან
trampi "დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
5 წლის უკან