ინგრედიენტები
ბურგერის ფუნთუშა ქუნჯუთით - 6 ცალი
ქათმის ფილე - 800 გ
პომიდორი - 3 ცალი
ჩედარი ან გაუდა - 6 ნაჭერი
სალათის ფოთოლი - 150 გ
მჟავე კიტრი - 2 ცალი
ბარბექიუს სოუსი ან კეტჩუპი
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ქათმის ფილე 6 თხელ ფენად დავჭრათ, მოვაყაროთ სანელებლები და გრილზე შევწვათ ორივე მხრიდან.
ფუნთუშა გავჭრათ, წავუსვათ მაიონეზი, ზედ მოვათავსოთ შემწვარი ქათმის ფილე, მოვასხათ ბარბექიუს სოუსი, დავადოთ ყველის ნაჭერი, მჟავე კიტრი, პამიდორი და სალათის ფოთოლი.
ფუნთუშის მეორე ნახევარს წავუსვათ ცოტაოდენი მაიონეზი და დავაფაროთ ბურგერს.