ბისკვიტის რულეტი ჯემით და შოკოლადით

ბისკვიტის რულეტი ჯემით და შოკოლადით

ინგრედიენტები

შოკოლადი - მოსართავად

მდუღარე წყალი - 3 ს.კ

ზეთი - 3 ს.კ

ვაშლის ჯემი - 5-6 ს,კ

კვერცხი - 4

სოდა - 1/2 ჩ.კ

ვანილი

შაქარი - 100 გ

ფქვილი - 130 გ

მომზადების წესები

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. ცალკე აურიეთ ფქვილი, სოდა და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კვერცხს. შემდეგ დაამატეთ ზეთი და მდუღარე წყალი. ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი. თქვეფის დრო მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ფართო ტაფას დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.  გადმოიღეთ, მოაცილეთ ქაღალდი და თბილსვე წაუსვით ჯემი. გადაახვიეთ რულეტივით და გააციეთ.

ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.