„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის გამო პარიზში 20-ზე მეტი მეტრო სადგური დაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანია RATP ავრცელებს.
16-17 ნოემბერს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობას 1 წელი შეუსრულდება. საპროტესტო აქციების დაიკეტება ელისეს მინდვრებთან არსებული მეტრო სადგურები, ასევე სადგურები ეიფელის კოშკთან და პარლამენტთან.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ავტობუსების მოძრაობის სქემასაც. 50-ზე მეტი მარშრუტის სქემა შეიცვალა ან შემოკლდა.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.