თურქეთი არ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმეგო სისტემების S400-ის გამოყენებაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ ამას აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება მოყვეს. ამის შესახებ თავდაცვითი მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა.
„ალოგიკურია, იყიდო S400 და შემდეგ ის არ გამოიყენო. რუსული პერსონალი ჰაერსაწინააღმეგო სისტემების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს სისტემები ნატოს არ ემუქრება“, - განაცხადა მან ტელეარხ СNN Turk-ის ეთერში.
მისი თქმით, თურქეთი აშშ-სთან უთანხმოების მოგვარებას ცდილობს და მზად არის Рატრიოტ-ის ტიპის ამერიკული კომპლექსებიც შეიძინოს.