სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ პრეზიდენტის გენერალური სამდივნო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ალექსანდრ ვუჩიჩი სამხედრო-სამედიცინო აკამედიის კარდიოლოგიის განყოფილებაში მკურნალობს, ზუსტი დიაგნოზი ამ ეტაპზე უცნობია.
ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლის ზაფხულიდან იკავებს. 2014-2017 წლებში ის პრემიერმინისტრის, მანამდე კი ინფორმაციისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.