ბრაუნი განსხვავებულად

ბრაუნი განსხვავებულად

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 2 ჭიქა

კარაქი - 200 გრ

არაჟანი - 500 გრ

სოდა - 1 ჩკ

ფქვილი - 3 ჭიქა

ვანილი - 1 შეკვრა

კაკაო - 3 სკ

თხილი ან ნიგოზი - 1 ჭიქა

ქიშმიში - 1 ჭიქა

ლეღვის ჩირი - 1 ჭიქა

მომზადების წესები

კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ფქვილი, ვანილი, კაკაო და ბოლოს თითო ჭიქა ქიშმიში, დაჭრილი ნიგოზი და დაჭრილი ლეღვის ჩირი. მიღებული ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ნამცხვარი რომ შეგრილდება თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი.