ინგრედიენტები
პური-ფუნთუშა - 2 ცალი
ქათმის ფილე - 1 ცალი
ქამა სოკო - 5 ცალი
გახეხილი ყველი - 100 გ
რძე - 400 მლ
ფქვილი - 4 ს/კ
კარაქი - 30 გ
მარილი - გემოვნებით
თეთრი პილპილი - მწიკვი
ტაბულა
მომზადების წესები
ქათმის ფილე და სოკო დაჭერით პატარა კუბიკებად. ყველი გახეხეთ.
ქათმის ფილე მოხრაკეთ ცოტაოდენ კარაქში.
სოკო შეწვით ცალკე, ასევე ცხიმში.
ბეშამელის სოუსისთვის: რძე შეათბეთ და დაუმატეთ თითო კოვზი ფქვილი და ათქვიფეთ ხელის ზამბარით, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას. ბოლოს დაუმატეთ კარაქი, მარილი და პილპილი, ყველაფერი კარგად აურიეთ და სოუსი მზად არის.
პურის ფუნთუშებს ამოაშერით რბილობი.
წაუსვით სოუსი, მოათავსეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და მოასხით კვლავ სოუსი. ზემოდან დაალაგეთ სოკო და კვლავ სოუსი მოასხით. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
აცხვეთ 190 გრადუსზე 15 წუთი.