მასაჩუსეტსის ყოფილმა აფროამერიკელმა გუბერნატორმა, დევალ პატრიკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან თავის კანდიდატურას წარადგენს. მან ამის შესახებ Youtube-ის საკუთარ არხზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
63 წლის პატრიკი აცხადებს, რომ ის იმ ადამიანებისთვის იბრძოლებს, რომლებიც თავს მიტოვებულად გრძნობენ.
დემოკრატიული პარტიის პრაიმერში გამარჯვებულის კანდიდატურა 2020 წელს დამტკიცდება, რის შემდეგაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.