ჩრდილოეთ კორეის მედია ბაიდენს „ცოფიან ძაღლად“ მოიხსენიებს

ჩრდილოეთ კორეის მედია ბაიდენს „ცოფიან ძაღლად“ მოიხსენიებს

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის აკრიტიკებს.

„ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ფსიქიკური აშლილობის ბოლო სტადია აქვს და დროა მოკვდეს. ბაიდენის მსგავს ცოფიან ძაღლებს ბევრი ადამიანისთვის შეუძლიათ ზიანის მიყენება. მათ სული ჯოხით უნდა ამოხადო, ვიდრე გვიან არ არის“, - წერს KCNA.

მანამდე ბაიდენმა ფხენიანის ლიდერი „მკვლელ დიქტატორად“ მოიხსენია და პრეზიდენტი ტრამპი მის მფარველობაში დაადანაშაულა.