უმრავლესობა არ დაიშლება – 2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%–იანი ბარიერით

უმრავლესობა არ დაიშლება – 2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%–იანი ბარიერით

„ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის.

აშშ–ის საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო, კენჭიყრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა რვა დეპუტატმა დატოვა.

ერთ–ერთი ვინც უმრავლესობა დატოვა ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილია, რომლის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში ამბობდა, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერენ, ახლა კი, ვერ ახსნის, რატომ არ შესრულდა ეს პირობა. მისივე თქმით, ამ პირობებში ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო, თანამდებობის დატოვებაა.

„ყველგან ვხსნიდი, ეს გადაწყვეტილება რას ნიშნავდა და ვამბობდი იმას, რომ ამას ჩვენ მხარს ვუჭერთ. შესაბამისად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ყველა ამ ადამიანის წინაშე და უბრალოდ ვერ ავხსნი, რატომ არ შესრულდა ეს პირობა. ამიტომ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ პირადად ავიღო პასუხისმგებლობა და დავტოვო თანამდებობა. ჩვენ არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და წასვლა სწორად მიმაჩნია.

ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა. ერადერთი რაც შემიძლია გითხრათ, იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს სხდომა, ალბათ, პარტიისთვის დანაკარგით დასრულდებოდა. რადგან დადგა ისეთი შედეგი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე ინფორმირებული იყო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დარჩებიან თუ არა უმრავლესობაში „კონსერვატორები“ გადაწყვეტილებას დღეს გაასაჯაროებენ. „კონსერვატორების“ წევრი ნინო გოგუაძე უკვე შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობის კიდევ 7 წევრთან ერთად მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო.

„ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება შემდგომ ცნობილი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი გაგრძელდება. რამაც შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმ კონკრეტულ ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად უნდა გადადგას.

„პირველი – საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა, დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში. მეორე – პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის პოზიციას გადაუხვია და თავმჯდომარის ინიცირებული პროექტი ჩააგდო. მესამე – სასწრაფოდ მოახდინოს ოდნავ შეცვლილი ვერსიის ინიცირება და მაიაბას მთავრობის ნდობას. ეს არის ქმედება. სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ყალბია!“, –წერს თინა ხიდაშელი.

უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გადარწმუნებას აპირებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, შეეცდება მათ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

„ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რა განცხადებაც გააკეთეს „ქართული ოცნების“ გუნდის ძალიან ღირსეულმა წევრებმა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან ნაჩქარევი და ცხელ გულზე გაკეთებული. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სხვაგვარად გაგრძელდეს. მე მათ დაველაპარაკები და ვთხოვ გადაწყვეტილების შეცვლას. ისინი ჩვენი გუნდის ძალიან ფასეული და ღირსეული წევრები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. მისივე თქმით, შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს უმრავლესობის დაშლის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები უმრავლესობიდან გასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, შეხვედრები და უფრო დაზუსტებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, გუნდის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყაანაში გამოიწვიონ დაპირისპირება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შედეგად, რჩება ის მოცემულობა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ იყო. მისი თქმით, არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა და პარტია უნდა მოემზადოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%–იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ესაა მოცემულობა, რომელიც იყო და ძალაში რჩება. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს, ეს არაა ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, ესაა რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ანალიტიკოს ირაკლი გოგავას განცხადებით, სრულად პროპორციული არჩევნების იდეა არის პარტიების და გარე ძალების ინტერესებში. მისი თქმით, პარტიებს რეიტინგული პიროვნებების დეფიციტი აქვთ და ამიტომ უფრთხიან მაჟორიტარულ არჩევნებს. გარე ძალებს კი სურთ პოლიტიკურ პროცესს შედარებით ავტორიტეტული პირები

„ჩამოაშორონ და სულ 4–5 კაცთან ჰქონდეთ საქმე. კენჭისყრა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის საჭირო მჟორიტარული კომპონენტი. ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი გარედან თავს მოხვეული თემების დაბლოკვის. საქართველოში მოქმედი ყველა პარტიის წევრი რომ შეკრიბო 100,000 შეიძლება არც გამოვიდეს. მოსახლეობა კი 3,7 მილიონია. ჰოდა რატომ უნდა ავუკრძალოთ 3,6 მილიონ ადამიანს არჩევნებში კენჭისრა თუ მას არ უნდა არც ერთ პარტიაში ყოფნა?! მაჟორიტარული წესით არჩევა კი არ არის პრობლემა, არამედ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისი თქმით, აშშ–ში ყველა დონის არჩევნები დაწყებული კონგრესიდან დამთავრებული რაიონის შერიფამდე არის მხოლოდ მაჟორიტარული. იმიტომ, რომ ასე უფრო „ხარისხიანი“ პირები მოდიან პოსტებზე.

„4 სხვადასხვა ქვეყანაში მიმიღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და ყველგან, ყველა პარტია ცდილობს, რომ ყველაზე ძლიერი და ავტორიტეტული კანდიდატები მაჟორიტარებად დააყენონ. პარტიულ სიაში ანუ პროპორციულად კი პირველი ათეულის შემდეგ „ვალოდია ჯინჭარაძეები“ შეჰყავთ. მითები იმის შესახებ, რომ მაჟორიტარები ფეოდალები არიან კარგად შესრულებული პიარ პროპაგანდის ნაწილია და თუ გავაანალიზებთ ყველა მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას, მაჟორიტარი დეპუტატების ხარისხი და ავტორიტეტი ყოველთვის მეტი იყო ვიდრე სიით არჩეული პარლამენტის წევრებისა. საქართველო ინდივიდების ქვეყანაა, პარტიულმა კულტურამ ვერ მოიკიდა ფეხი, პარტიები ვერ გახდნენ საყოველთაო და მასობრივი. ეს კი ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მაჟორიტარული წესი მინიმუმ შესანარჩუნებელია“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს და ამისთვის, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად შექმნას. მისი განმარტებით, თუ უმრავლესობაში 76 დეპუტატზე ნაკლები დარჩება, თეორიულად, შესაძლებელია, რომ ეს პარლამენტის დათხოვნის საფუძველი გახდეს.

„ძირითად შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ყველაფერს მთავრობის გადადგომა ან პარლამენტის დათხოვნა მოჰყვება, არის ხოლმე მაშინ, როდესაც უმრავლესობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთში ვერ თანხმდება. დანარჩენ შემთხვევაში, ეს არის ხელოვნური. ანუ, პარლამენტის დათხოვნის ხელოვნური მექანიზმი შეიძლება ჩაირთოს.

შეიძლება, ფორმალურად პრემიერი გადადგეს, ამას მოჰყვეს ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემები და მერე პარლამენტის დათხოვნა. თუმცა, ზოგადად, პოლიტიკური კრიზისი, ფართო განმარტებით, შეიძლება გულისხმობდეს ზოგადად პოლიტიკურ პრობლემებს. მათ შორის, შეუთანხმებლობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, იმას, რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ორ შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა შესაძლებელი.

„პირველი – თუ პრემიერი გადადგა და პარლამენტმა ახალი ვერ დაამტკიცა. მეორე – თუ პრემიერმა პარლამენტს ნდობის განახლებისთვის მიმართა, ვერ მიიღო და საკანონმდებლო ორგანომ ვერც ახალი კაბინეტი ვერ დაამტკიცა. უმრავლესობის დაშლა, ბიუჯეტის მიუღებლობა, უნდობლობის პროცედურა და ა.შ. ვერსიები უსაფუძვლოა“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

სოციალისტი ნინო გოგუაძე ისეთივე კონსერვატორია, როგორც მე ვარ აკვალანგისტების ასოციაციის საპატიო წევრი! სურათი კი ძალიან მაგარია - 4 გახარებული პარაზიტი, ასეთი სახელი ძალიან მოუხდება. გოგონების მშობლებმა უნდა ამობეჭდოტ, თქვენი შვილებისათვის თვალსაჩინო ადგილას გააკრათ და აუცილებლად ყოველ დღე, დილას და საღამოს თქვენს შვილებს უნდა გაუმეოროთ, - ოღონაამათ არ დაემსგავსოთ!
5 წლის უკან
trampi კიდევ ერთხელ ვენაცვალე აკაკი ბაქრაძის სულს...(რა ვქნა ეს კაცი ჩემი ცხოვრების აითოლა ხომეინია)

,,რაც უფრო მძლავრად ღელავს ზღვა, მით უფრო დიდი სიღრმეებიდან ამოაქვს წლობით ზღვაში დაგროვებული ჭუჭყი, ნაგავი და ზედაპირზე იწყებს ის ტივტივსო...
ასეა ერიცო....
სუფთა ღვინის მაგალითი მოჰყავდა ხოლმე.....
ამბობდა ...... ერზე მოფიქრალი, ერზე მზრუნველი კაცი მერე ქვეყანას ამ ნაგავისგან წმეენდსო....
სადააა მერე ერზე, მის ზნეობა - მორალზე, მის ავ კარგზე მოფიქრალი კაცი??
ფაფუუ....


ხოოდა,..... აი ნახეთ ხალხნო, ნახეთ.....ყველა ნაძირალა, ყველა მედროვე, ყველა პირადი ინტერესებთთ შეპყრობილი კარიერისტი, ზედაპირზე ერთად ამოტივტივდა...
სად ნაცები და სად ბურჯანაძე?? ---აკი პუტინის კაციაო(ქალიაო??)
სად ნაცები და სად ნაცების დაუძინებელი მტერი კუკავა??
ან ეკა ბესელია და ნაცებიიიიი???
აუუუუუუუ .......................... რას არ ნახავს კაცი ქვყანაზე


და ამათ სტკივათ საქართველოოო??? --------მეტი არ იქნას საქართველოს მტერი...
ამათ გუბაზისა არ იყოს მხოლოდ მილიონების შოვნა უნდათ., მეტი არაფერი......

ისე ეს ყველაფერი კი სუ ამ დებილების ბრალია... ესენიც აუცილებლად გასაყრელები არიან...
აბა ჭკვიანი კაცი აქამდე მიუშვებდა საქმეს??, ამ დამნაშავე ნაცებს ასე ააააგულავებდა კაციიი?/
მაგრამ ვიიინ? ---- ისევ კაციჭამიები და ვამპირებიი??(ნატალი მართალია რომ ამტკიცებს---- ბუებად ინახავენ ნაცებოსო)
ამ ნაცებს იმდენი ცოდვები აქვთ ჩადენილი , იმდენი ცოდვები, რომ ნებისმიერ არჩევნებში ოცნება მაინც გაიმარჯვებდა...რისი ეშინიათ??
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო, ისეა ამ ოცნების საქმე....თორემ ამათაც....ჰაიდა ეკუთვნით
წესით ჭკვიანი კაცი ამ ნაცებს დაჟე ფორასაც მისცემდა და მაინც მოუგებდა არჩევნებს

ისე კი რომელ დამპყრობელს, რომელ დაპყრობილ ქვეყანაში დაუწესებია ოდესმე დაპყრობელი ერის სასარგებლოდ კანონები.????
ასეა ეს!!!....
ჯერ საკუთარ ქვეყანაზე მორგებული კანონი და საკუთარ ქვეყანაზე მორგებული კანონმდებლობა უნდა გვქონდეს ჩვენ და მხოლოდ მერე მეგობარ -დამპყრობლები.....
გლობალიზაცია---ლიბერასტობააააა?
ჩქარა სიქტიმი მოუვა ამ ლიბერასტობა--გლობალიზაციას და მერე გადაააკეთეთ ისევ კანონმდებლობაც და კონსტიტუციაც
ბელიე იდუტ....კრასნიე იდუტ----ხან აქეთ ვატრიალოთ, ქუდები და ხან იქით.....
ქართული , ქართული გვინდა ჩვენ წესიცა და კანონიც, თუ არადა ............. კი ვტივტივებთ ოკეანეში მოტივტივე უპატრონო--უტრაკო ნავივით და ასე ტივტივში ვიქნებით ყოველთვის (თუ ამ ძმობა--მეგობრობის ოკეანემ არ ჩაგვყლაპა)
5 წლის უკან
trampi ყველანი პოდიუმზე ......... ყველანი პოდიუმზე .......................თქვენიანები არავინ გამოგრჩეთ, არავინ, ყველანი წამოიყვანეთ ....... დაენახეთ ქართველ ხალხს დაენახვეთ ....თორემ ზოგიერთი მოდელი უკვე გადაგვავიწყდა....
5 წლის უკან