პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101–მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
პარალელურად „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესიც დაიწყო, უმრავლესობა დატოვა – თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშილმა თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და მარიამ ჯაშმა. for.ge–ს ინფორმაციით, უმრავლესობას ტოვებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ დაშლამ კი, პროცესები შესაძლოა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს.
for.ge კონსტიტუციონალისტ დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
მმართველი უმრავლესობის დაშლის პროცესი დაიწყო, როგორ ფიქრობთ, უმრავლესობის დაშლა არის სამართლებრივი საფუძველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის?
დავით ზარდიაშვილი: თუ კრიზისი დადგება, რასაკვირველია, ვადამდელი არჩევნების საფუძველი არის. მაგრამ კრიზისი არის იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ნდობას შეექმნა პრობლემა, თუ მთავრობამ დაკარგა ნდობა და ახალი მთავრობა ვერ იქნა არჩეული პარლამენტის მიერ. მეორე შემთხვევაა, თუ ბიუჯეტი ვერ მივიღეთ. ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი.
რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როგორც განვითარდა პროცესები, იძლევა იმის საფუძველს ვთქვათ, რომ სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის პროცესი?
– ჯერ ვერ გეტყვით. რასაკვირველია, ნიშნები არის, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, მაგრამ შევხედოთ. ჯერჯერობით პარლამენტის ნახევარზე მეტი ისევ „ქართული ოცნება“ არის, ანუ 76 დეპუტატი არის „ქართულ ოცნებაში“. ასეთი პრობლემა ჯერ არ დგას. 8 კაციანმა ჯგუფმა დატოვა უმრავლესობა, მაგრამ ჯერჯერობით უმრავლესობა არ დაშლილა. თუმცა გეთანხმებით, რომ ამ უკანასკნელმა მოვლენებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემები შექმნა, მაგრამ შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები. ჯერჯერობით სამთავრობო კრიზისი არ გვაქვს, თუმცა როგორ განვითარდება პროცესები, პროგნოზირება რთულია. პროცესები რომ არასასურველი მიმართულებით მიდის, ეს აშკარაა.
როგორ ფიქრობთ, იყო ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული? არის ასეთი ვერსიაც, რომ მაჟორიტარების „ბუნტი“ ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული...
– შეუძლებელია. მე ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ხარკი და გამოდის, რომ ბიძინამ თავისივე საწინააღმდეგოდ რაღაცა პროცესი წამოიწყო, ეს წარმოუდგენელია. ამას გიჟის მეტი არავინ იზამს და ბიძინას გიჟის არაფერი ეტყობა.
პროცესი რთულია, ჯერ არ არის კრიზისი, მაგრამ შესაძლოა ღრმა პოლიტიკურ პროცესამდე მივიდეთ – ამბობთ თქვენ, მაგრამ ამ ფონზე უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. როგორ ფიქრობთ, ამ უმრავლესობამ და ხშირ შემთხვევაში მათმა გაჯიუტებამ, პროცესების არარეალურად შეფასებამ, შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში?
– რა თქმა უნდა, ასეა. რაც ვნახეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც „ოცნების“ მიერვე იყო ინიცირებული და მისი მთავარი ინიციატორი იყო პარტიის თავმჯდომარე, ჩავარდა. რასაკვირველია, კრიზიზისკენ მიდის ტენდენცია და სწორედ ამან განაპირობა, მაგრამ ჯერჯერობით ღრმა კრიზისი არ გვაქვს, კრიზისს აქვს თავისი მკვეთად გამოხატული ფორმალური ნიშნები. კონსტიტუციაში გაწერილია, რა შემთხვევაშია კრიზისი და როდის ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
ჯერჯერობით არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს. ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. დღევანდელ ვითარებაში, სანამ პარლამენტში არსებობს უმრავლესობა, მას შეუძლია ქვეყნის მართვა, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება, სამართლებრივად ასეა და პოლიტიკურად, ვინ რას იტყვის და რაში გამოიყენებს ამ ვითარებას, ცხადია პროგნოზირება შეუძლებელია. წყალი აიმღვრა და ახლა ყველა იწყებს თევზის ჭერას.
ამ ამღვრეულ წყალში შეიძლება ოპოზიამ შეძლოს თევზის დაჭერა?
– ყველაფერი შესაძლებელია. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიაში ვითარებას ვერ აკონტროლებს და ეს აშკარაა, რაც მოხდა ამის ნათელი ილუსტრაცია არის, მეტი რაღა უნდა მოხდეს. რასაკვირველია, ოპოზიციამ შეიძლება მოახერხოს თევზის დაჭერა. ეს არის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც გააკეთეს მაჟორიტარების ბუნტით. მაგრამ რამდენად შორს წავა ეს დესტაბილიზაცია, შევხედავთ. ფორმალურად რა იქნება იცით დესტაპილიზაცია, უმარვლესობა, ანუ 76 დეპუტატიც რომ არ იქნება „ოცნებაში“ და, ასეთ შემთხვევაში, უკვე დადგება რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა, რადგან ჩავარდება ბიუჯეტი და მთავრობის კრიზისი დადგება.
თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ უპასუხისმგებლო და სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგეა უკლებლივ ყველა ის დეპუტატი, ვინც ხმა არ მისცა და თავი შეიკავა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– აბსოლუტურად ვეთანხმები. დააკვირდით, საპარლამენტო სისტემაში პროპორციული არჩევნები შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის წყარო არჩევნების შემდეგ, მაგრამ რაც მათ შექმნეს - არასტაბილურობა, რა პოლიტიკურ ჩიხშიც შეგვიყვანეს, ცალსახაა, რომ ეს არის უაპასუხისმგებლო ნაბიჯი. დესტაბილიზაცია შექმნეს სწორედ იმ მაჟორიტარებმა, რომლებიც გვაფრთხილებდნენ, რომ აი, პროპორციულმა არჩევნებმა შეიძლება მოიტანოს დესტაბილიზაცია.
მაგრამ ეს უმრავლესობა და ეს მაჟორიტარები პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ალბათ, თავად უნდა აიღოს...
– რასაკვირველია, წესით, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ვერ წარმომიდგენია თამარ ჩუგოშვილმა დატოვა „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დარჩა კახა ოქრიაშვილთან ერთად. ბიძინა არის იმ უმრავლესობის ბანაკში, სადაც არის ოქრიაშვილი და სადაც არ არის ჩუგოშვილი, ეს ჩემთვის გაუგებარია, ვერ ვხსნი რატომ მოხდა ასე. მე, მაგალითად, ბიძინას ამ კითხვას დავუსვამდი – როგორ მოხდა, რომ შენ ჩუგოშვილთან აღარ ხარ და ხარ ოქრიაშვილთან?!
განვითარებული მოვლენების მიუხედავად, შეიძლება ისევ ვთქვათ, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელიც მართავს პროცესებს?
– არა. აღმოჩნდა, რომ ის ვეღარ მართავას პროცესებს. არის ასეთი შეთქმულების თეორია, რომ ბიძინამ გამოიყვანა ეს მაჟორიტარები, რაც რასაკვირველია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, წარმოუდგენელია. ის ზიანი, დარტყმა რაც მან მიიღო ახლა, გიჟის მეტი საკუთარ თავს არავინ არ გაუკეთებს. გეუბნებით, რომ ეს არის ხარაკი.
არის ორი ვარიანტი – ბიძინა არის ან ფარჩაკი, რომელმაც საკუთარ პარტიაში ვითარება ვერ გააკონტროლა, ან არის ფუფულო, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ დაპირებებს იძლევა და არ ასრულებს, რომელი უფრო უარესია, ეს თავად განსაჯეთ. პოლიტიკური თვითმკვლელობა არის, როცა დაპირებას გასცემ და არ შეასრულებ. ეს არის ყველაზე უფრო მოკლე და ნათელი გზა იმისა, პოლიტიკოსი, როგორც ასეთი, გარდაიცვალოს. ამას შეგნებულად ვერ გააკეთებდა. ბიძინა გააფარჩაკეს, დიახ, საკუთარმა მაჟორიტარებმა ბიძინა ივანიშვილი გააფარჩაკეს.
ვარიანტი პირველი:შესულიყო ისტორიაში როგორც ქველმოქმედი და ამის და იმის ამშენებელ-გამჩუქებელი...
ეცხოვრა ბედნიერად საქართველოში ან უცხოეთში და ესვა-ეჭამა ეს მისი მილიარდები...
ზოგადად,უმადურობა დიდი ცოდვაა!
ვერიანტი მეორე: ქვეყნის მართვა თუ შეეძლო, მცოდნე ხალხი შემოეკრიბა. ასეთები, მეც და თქვენც, ახლო სამეგობრო-სანაცნობოში გვყავს...
კარგი, წესიერი სასამართლო შეემნა, ნაცებს რომ გაასამართლებდა და პარტიას აკრძალავდა ისეთი...
ბოლოსდაბოლოს,ვარიანტი მესამე: გადმოეღო სააკაშვილის საქმენი საგმირონი და ეკეთებია ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც სააკაშვილი და ბოკერია აკეთებდნენ....
ამის ნაცვლად, მიზილა მოზილა და ....
P.S.
სულ თავიდან, რომ მიხვდნენ და სულ გაჩუმდნენ აქაურები... ჩემზე უფროსები და გამოცდილები... მეც გავჩუმდებოდი, ვინ რას მეხვეწებოდა მაგრამ...
ისე, რა კარგად თქვა ოტიამ: "-ჭკუა, ასაკში კი არა, თავშიაო! "
სამი ათწლეულია, ჩამჩით ჭამა არ მოსწყინდათ!
აბა ახლა, ჩვენ რომ სასწაული ერი არ ვყოფილიყავით, ამდენ არაბს, თურქს და მონღოლს, როგორ გადავურჩებოდით?!
მარტო რუკაზე დახედეთ, სად ვართ. ...
არა, იმათ გადავურჩით და ეს, ლაბორატორიის კლონები როგორ შეგვჭამენ
ვერ უნდა შეგვჭამონ!
მაშინ ძალიან მარტივად ყოფილა საქმე.
დორბლიანმა იმდენი მიქარა პინდოსების სახელით, რომ პინდოსებმა ვეღარ გააჩერეს და გადააყენეს, ოღონდ ვითომ ჩვენი ხელებით.
პინდოსებმა აირჩიეს ბიძო, რამეთუ მოლოდ ბიძო იქნებოდა ისევ მაგათი ნების გამტარებელი აქ, ჩვენთან.
ბიძოს სხვა გზა არ დაუტოვეს - ან თანხმობა, ან გამარგინალება და იმათ ბანკებში დადებული ქონების დაკარგვა.
და ბიძოც დათანხმდა.
დაგააგრძელა ისევ იმათი, და არა ჩვენი საქმეები.
იგივე მოხდა ხახოლებთანაც.
იქაც პარაშა დანიშნეს იმიტომ, რომ პარაშას ფულიც იმათთან ინახება, თორე 2014 წლის ამბებში პარაშა საერთოდ არ ჩანდა როგორც აქტიური ლიდერი. მანდ კლიჩკოს უფრო დიდი სტატუსი ქონდა, ვიდრე პარაშას. მაგრამ კლიჩკო ძნელადსამართავი იქნებოდა და მხოლოდ ამიტომ არჩიეს პარაშა.
საუბედუროს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.
სანამ პინდოსების ბარჟას ვართ ჩაბმულები, არაფერი არ გვეშველება.
არ იქნება ბიძო, იქმებს ისევ ისეთი, ვინც პინდოსებს აწყობთ.
შეკრული წრეა.
ერთხელ ყოფილა ასეთი, თუ უკანასკნელი იქნება ?!
უბრალოდ, ისევ ოტიას ტერმინი რომ გამოვიყენო, "ეროვნული გამოთაყვანების" მსხვერლს რა ეშველება?... გულზე მჯიღის ცემას რომ ვერ გადაეჩვია! ...არადა, თავში ირტყან რამე, იქნებ ტვინი შეტოკდეს!