შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ბედნიერი ვარ, რომ გაეროს კლიმატის კონფერენციას დავესწრები მადრიდში. ვირჯიინის შტატიდან კატამარანით გამგზავრება შემომთავაზეს. მოგზაურაობას ხვალ დილით დავიწყებთ“, - განაცხადა ტუნბერგმა.
გამოცემის ცნობით, შვედი ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს.
15-მეტრიანი კატამარანით გრეტა ტუნბერგი სტარტს ამერიკულ ქალაქ ჰემპტონიდან აიღებს. მოგზაურობა ესპანეთის სანაპიროზე დასრულდება. სადაც ტუნბერგი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, რომელიც 2-13 დეკემბრის გაიმართება.
ასევე აღინიშნა, რომ კატამარანი, რომლითაც გრეტა ტუნბერგმა ატლანტის ოკეანე უნდა გადალახოს, მზის ენერგიით და ჰიდროგენერატორით იმართება. ის გარემოს არ აბინძურებს. მოგზაურობას 2-3 კვირა დასჭირდება.გამოცემის ინფორმაციით, კატამარანით ექსპერტების მოსაზრებით, ნოემბერი მსგავსი მოგზაურობისთვის შესაფერისი დრო არ არის.
2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.
ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.
სამიტის გახსნაზე, 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა: "ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!"
გრეტა ტუნბერგი თივთმფრინავით მოგზაურობაზე უარს საფრენი აპარატის მიერ გარემოს დაბინძურების გამო ამბობს. მანამდე აშშ-ში გამგზავრების დროს შვედმა ეკოაქტივისტმა მოგზაურობის იგივე ფორმას მიმართა. მან ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაცურა.