ვენეციის მერი ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვენეციის მერი, ლუიჯი ბრუნიარო Twitter-ზე წერს, რომ ქალაქში არსებული ვითარება ის საფასურია, რომელიც "უნდა გადაიხადონ".
ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან არსებული ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიაღწია ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს, ეს 1966 წელს იყო.