რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშენსკში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ცეცხლი სამშენებლო კოლეჯის სტუდენტმა გახსნა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედი ერთ-ერთ აუდიტორიაში ჩაიკეტა. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა ის საპასუხო ცეცხლისას დაჭრეს.
კოლეჯიდან სტუდენტების ევაკუაციის შემდეგ შენობაში 2 ადამიანის, მათ შორის თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს: მან თავი მოიკლა.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, წინასწარი ცნობით, მომხდარის მიზეზი სტუდენტებს შორის კონფლიქტი გახდა.