ჩილეს დედაქალაქში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წინააღმდეგ ლაზერები გამოიყენეს.
საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის ცრემლმდენ გაზს იყენებს. ბოლო მონაცემებით, არეულობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა.