ინგრედიენტები
ფქვილი - 2-2.5 ჭ
მარგარინი - 130
შაქარი - 2/3 ჭ
კვერცხის გული - 2
სოდა - 1/2 ჩ.კ, ძმრით
ვანილი
მაყვლის ჯემი - 1 ქილა
მომზადების წესები
შაქარი და მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ.
ცომის 3/4 ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ ჯემი, ზემოდან კი გავაფორმოთ დარჩენილი ცომით. ღვეზელი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.