ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ადგილსამყოფელი ცნობილია. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.
„ამერიკელი სამხედროების დამსახურებით აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, მისი პოტენციური მემკვიდრე ასევე ლიკვიდირებულია. ჩვენ ახლა ორგანიზაციის მესამე პირსაც ვუთვალთვალებთ, რომელმაც ტერორისტული დაჯგუფების მეთაურობა ჩაიბარა. მას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ვინაიდან ჩვენ მისი ადგილსამყოფელი ვიცით“, - განაცხადა ტრამპმა.
31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.